დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ლაიონ ავტო აუქციონი მომხმარებელს შიდა უპროცენტო თანადაფინანსებას სთავაზობს!

ლაიონ ავტო აუქციონი მომხმარებელს შიდა უპროცენტო თანადაფინანსებას სთავაზობს!

06-09-2024 11:36:00

ლაიონ ტრანსის საცალო გაყიდვები მომხმარებელს სექტემბრიდან სამი თვის განმავლობაში შიდა უპროცენტო თანადაფინანსებას სთავაზობს! შეიძინე ავტომობილი, გადაიხადე ღირებულების 40% და დარჩენილი ნაწილი ავტომობილის ჩამოსვლის დროს 0%-ში დაფარე. ლაიონ ავტო აუქციონი უზრუნველყოფს ავტომობილის შერჩევას, შემოწმებასა და უსაფრთხოდ ჩამოყვანას.

 

“დაფინანსების ფარგლებში მომხმარებელს საშუალება ექნება, რომ შეარჩიოს ავტომობილი ამერიკის წამყვან აუქციონებზე, ისარგებლოს გაყიდვების ექსპერტების მომსახურებით და ჩამოიყვანოს ავტომობილი ყოველგვარი დამატებითი გადასახადის გარეშე.

 

კანონის გათვალისწინებით არსებობს რამდენიმე შეზღუდვა, რომლის ფარგლებშიც მომხმარებელი დაფინანსებით ვერ ისარგებლებს - ავტომობილის წლოვანება უნდა აღემატებოდეს 2013 წელს, არ უნდა ჰქონდეს სტრუქტურული დაზიანება და სატრანსპორტო საშუალების გარბენი არ უნდა იყოს 150 000 მილზე მეტი (განიხილება გამონაკლისი შემთხვევები)”. - განმარტავს კომპანიის გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, თორნიკე კორტავა.

 

ლაიონ ტრანსი საერთაშორისო ლოგისტიკური კომპანიაა, რომელმაც მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე 2021 წელს საცალო გაყიდვების მიმართულება დანერგა - ლაიონ ავტო აუქციონის ძირითადი საქმიანობა ავტომობილების ამერიკიდან იმპორტია. ამავდროულად კომპანია აერთიანებს დამატებით სერვისებს, როგორებიცაა: ახალი ელექტრომობილების შოურუმი, წეროვანის ავტოსადგომი, სადაც შესაძლებელია მეორადი ავტომობილების ყიდვა-გაყიდვა, ავტონაწილების სერვისი, რომელიც გულისხმობს შენი ავტომობილისთვის საჭირო ახალი ან მეორადი ავტონაწილების მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან მოძიებასა და ჩამოტანას.

 

ლაიონ ავტო აუქციონი ასევე მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ავტო აუქციონის, IAA-ის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში, შესაბამისად მომხმარებელი ალიანსის ფარგლებში სარგებლობს განსაკუთრებული შეთავაზებებითა და ბენეფიტებით.

 

შიდა თანადაფინანსებით სარგებლობისათვის ეწვიე ვებ-გვერდს და შეავსე ფორმა: https://liontrans.com/contact

 

 

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები