ქვეყანაში დაფასოებული სამკურნალო საშუალებების იმპორტი გაიზარდა. საქსტატის ინფორმაციით, 2024 წლის იანვარ-ივლისში საქართველომ 370,077.83 ათასი დოლარის ღირებულების 9,480.63 ტონა დაფასოებული სამკურნალო საშუალებები იყიდა, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 307,893.63 ათასი დოლარის. ზრდა 20%-ია.
ქვეყანაში იმპორტირებული დაფასოებული სამკურნალო საშუალებების 30%-ი თურქეთიდან შემოდის, ხოლო 11%-ი გერმანიიდან.
TOP-5 ქვეყანა, სადაც საქართველო დაფასოებულ სამკურნალო საშუალებებს ყიდულობს:
ქვეყანაში იმპორტირებული დაფასოებული სამკურნალო საშუალებების 46%-ი ევროკავშირის ქვეყნებზე მოდის.
ცნობისათვის, 2023 წელს საქართველომ რეკორდული ღირებულების დაფასოებული სამკურნალო საშუალებები იყიდა. საქსტატის მაჩვენებლებით, გასულ წელს ქვეყანაში 543,100.26 ათასი დოლარის ღირებულების დაფასოებული სამკურნალო საშუალებების იმპორტი განხორციელდა.
უახლესი