დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
კიბოსთან ბრძოლის  საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით თბილისის სატელევიზიო ანძა იასამნისფრად განათდა

კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით თბილისის სატელევიზიო ანძა იასამნისფრად განათდა

05-02-2024 12:25:00

თბილისის საკრებულოსა და „ევროპა დონა საქართველოს“ ინიციატივით,  კიბოსთან ბრძოლის  საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით  თბილისის სატელევიზიო ანძა იასამნისფრად განათდა. ამ დღის მიზანია კიბოსთან დაკავშირებულ საკითხებზე ცნობიერების ამაღლება, რათა ყოველწლიურად დაფიქსირებული ლეტალობის მილიონობით შემთხვევა  თავიდან იქნასარიდებული.

თბილისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო,  „ევროპა დონა საქართველო“ და ეროვნული სკრინინგ ცენტრი  უკვე ორი წელია აწარმოებს კამპანიას  „შენი სიცოცხლე შენს ხელშია“, რომლის მიზანია  ხელი შეუწყოს ქალებში დაავადებათა ადრეულ გამოვლენას და მკურნალობის დროულ დაწყებას.

თბილისის მერია ამ მიმართულებით რამდენიმე მიზნობრივ პროგრამას ახორციელებს, მათ შორისაა „ძუძუს კიბოს სამკურნალო მედიკამენტების“ პროგრამა, რომლის  ყველა მოსარგებლე 2024 წლიდან  სრულად დაფინანსდება.

 

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები