შრომითი ბინადრობის ნებართვის მიღებასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილება განხორციელდა. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, 2023 წლის 1-ელი სექტემბრიდან, შრომითმა იმიგრანტმა საქართველოში შრომითი ბინადრობის ნებართვის მისაღებად სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში სხვა დოკუმენტებთან ერთად უნდა წარმოადგინოს უნიკალური კოდი. დაინტერესებული პირი აღნიშნულ კოდს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სპეციალურ ელექტრონულ სისტემაში დარეგისტრირების შედეგად მიიღებს.
შრომითი ბინადრობის ნებართვა გაიცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოში სამეწარმეო საქმიანობის განმახორციელებელ უცხოელზე ან შრომით იმიგრანტზე, რომელიც რეგისტრირებულია დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში.
შრომითი ბინადრობის ნებართვის მიღებასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია და განაცხადის ფორმა ხელმისაწვდომია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ვებგვერდზე: http://sda.gov.ge/?page_id=5190.
უახლესი