დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ, ინვესტორების ახალი სეგმენტი გაგვეხსნება - მიხეილ ხიდურელი

კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ, ინვესტორების ახალი სეგმენტი გაგვეხსნება - მიხეილ ხიდურელი

14-12-2023 18:00:41

კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ, ვფიქრობთ, რომ ახალი ინვესტორების სეგმენტი გაგვეხსნება, ეს იქნება ჩვენი სავიზიტო ბარათი, - აცხადებს Business Insider Georgia-სთან სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" დირექტორი მიხეილ ხიდურელი. მისი თქმით, ინვესტორებთან საუბრისას სულ ხდება იმაზე ხაზგასმა, რომ დღეს ყველაზე კარგი დროა საქართველოში ინვესტირებისთვის.

„ერთ-ერთი არგუმენტი, რასაც ინვესტორებთან საუბრისას ვიყენებთ არის ის, რომ დღეს ყველაზე კარგი დროა საქართველოში ინვესტირებისთვის, ჩვენ ვადგავართ ევროკავშირში ინტეგრაციის გზას და ახლა კარგად გვესმის, რომ ევროკავშირში ინტეგრაცია ინვესტორისთვის ერთის მხრივ საინტერესოა, რადგან ბაზარი იზრდება, მაგრამ მეორეს მხრივ ქვეყანა ხდება უფრო ბიუროკრატიული და ნაკლებად მოქნილი, ამიტომ სანამ შევალთ ევროკავშირში, არის დრო რომ უკეთესი პირობებით, უფრო მეტი მოქნილობით და ნაკლები რეგულაციებით ინვესტორი შემოვიდეს ქვეყანაში.

ვფიქრობთ, რომ ახლა კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ, ინვესტორების ახალი სეგმენტი გაგვეხსნება, ეს იქნება ჩვენი სავიზიტო ბარათი. დღეს ვაცხადებთ რომ გვაქვს ასოცირების შეთანხმება, რომელიც ევროპულ პერსპექტივამდე გაიზარდა, თუმცა, როდესაც ჩვენი პრეზენტაციაში გამოჩნდება უკვე ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, ეს ჩვენდამი ნდობას სულ მცირე 70%-ით აამაღლებს“, ამბობს ხიდურელი.

 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები