უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილება აამოქმედა, რომლის თანახმადაც რუსეთის 333 მოქალაქისა და მოსკოვის ბირჟის MICEX-RTS-ის წინააღმდეგ სანქციები შევიდა ძალაში.
შესაბამისი განკარგულება უკრაინის პრეზიდენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
შემაკავებელი ზომები 10 წლის განმავლობაში იმოქმედებს.
შეზღუდვები, ითვალისწინებს აქტივების ბლოკირებას, სავაჭრო ოპერაციების სრულ შეწყვეტას, უკრაინიდან კაპიტალის გასვლის პრევენციას, უკრაინაში საქმიანობისთვის ეკონომიკური და ფინანსური ვალდებულებების შეჩერებას, ლიცენზიებისა და სხვა ნებართვების გაუქმებას ასევე უკრაინის სახელმწიფო ჯილდოების ჩამორთმევას.
ამასთან, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უნდა აცნობოს ევროკავშირის ქვეყნებს, აშშ-სა და სხვა სახელმწიფოებს სანქციების შესახებ და მსგავსი შემზღუდავი ზომების შემოღების საკითხი დააყენოს.
შეგახსენებთ, რომ რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა.
უახლესი
39 წუთის წინ
ლარის კურსი დოლართან მიმართებაში გამყარდა