დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
Weekend-ზე მოთხოვნა 20%-ით მატულობს, ტენდენცია ამ მხრივ არ  იცვლება -  PAZZA

Weekend-ზე მოთხოვნა 20%-ით მატულობს, ტენდენცია ამ მხრივ არ იცვლება - PAZZA

01-10-2023 12:05:02

PAZZA/პაცცა -ს სერვისებზე მოთხოვნა მზარდია. იტალიური პიცის მწარმოებელი კომპანიის დამფუძნებელი აჩო ზამბახიძე Business Insider Georgia- თან ამბობს, რომ ასორტიმენტში მუდმივად სიახლეა და ამ ეტაპზეც პროდუქტის ნაირსახეობას ბეკონის პიცა დაემატა. ზამბახიძის თქმით, კომპანიის საქმიანობაში ერთ-ერთი გამორჩეული პერიოდია ,,ვიქენდი“, როცა კვირის ჩვეულებრივ დღეებთან შედარებით, გაყიდვები 20% -ით მატულობს.

,,მოთხოვნა მუდმივად იზრდება, დადებითი დინამიკა არ შეცვლილა, რაც ძალიან გვახარებს. შესაბამისად, ვცდილობთ ამ ტენდენციას  სათანადოდ ვუპასუხოთ. ახალი ფილიალის გახსნას ვგეგმავდით, თუმცა საბოლოოდ გადაწყვეტილება შევცვალეთ და გადავწყვიტეთ, რომ რემონტი ჩაგვეტარებინა ფილიალებში და ინვენტარიც განგვეახლებინა. წარმატებით დავასრულეთ ეს პროცესი. დანადგარები საწარმოსთვის იტალიიდან ჩამოვიტანეთ, ასევე სხვადასხვა მოწყობილობა და აქსესუარები, რაც წარმოებაში გამოიყენება. გვახარებს ის ფაქტი, რომ გაყიდვები სტაბილურად მატულობს, განსაკუთრებით ,,ვიქენდია“ დატვირთული, კვირის სხვა დღეებთან შედარებით, 20% -ით მეტია მოთხოვნა ამ პერიოდში“, - ამბობს აჩო ზამბახიძე.

შეგახსენებთ, რომ პაცცაპირველია საქართველოში, რომელმაც მომხმარებელს დამწვარი პიცა შესთავაზა. კომპანია 2018 წელს შეიქმნა. დასაქმებულია 25 ადამიანი.

 

Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი

 

ავტორი:

მარი გოცირიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები