დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
Weekend-ზე 1000-1500-მდე ვიზიტორს ვმასპინძლობთ - KASS LAND-ი

Weekend-ზე 1000-1500-მდე ვიზიტორს ვმასპინძლობთ - KASS LAND-ი

04-11-2023 10:29:05

ართულ ტურისტულ ინდუსტრიაში გამორჩეული კომპლექსი KASS LAND -ი ნებისმიერ სეზონზე ყველაზე მოთხოვნადი ობიექტია, რომელსაც ქართველი და უცხოელი ტურისტები აქტიურად სტუმრობენ. როგორც კომპანიიდან Business Insider Georgia- ს აცნობეს, ყოველდღიურად უამრავი ადამიანის მასპინძლობა უწევთ, თუმცა ,,ვიქენდი“ განსაკუთრებით დატვირთულია.

,,კანიონის დაცული ტერიტორია და სერვისები, რომელსაც მომხმარებელს ვთავაზობთ, ყოველთვის დიდ ინტერესს იწვევს. ჩვენი ვიზიტორების ნახევარზე მეტი, დაახლოებით 60% უცხოელები არიან. დიდი აქტიურობა ადგილობრივი მოქალაქეების მხრიდან. ამ მხრივ განსაკუთრებით უქმეები გამოირჩევა, რომელიც კვირის სხვა დღეებთან შედარებით, მეტად დატვირთულია. ობიექტს უქმეებზე  მუდმივად 1000-1500 ადამიანი სტუმრობს. გვაქვს სპეციალური შეთავაზება სკოლებთან და ვმასპინძლობთ ექსკურსიებს, რაც ძალიან საინტერესოს ხდის ჩვენს ტურებს ნებისმიერ პერიოდში“, - ამბობს კომპანიის წარმომადგენელი.

როგორც ცნობილია, ზაფხულის სეზონზე  დაცული ტერიტორია 60 000- ზე მეტმა ვიზიტორმა მოინახულა. დაცული ტერიტორია ჩვეულებრივ იმუშავებს და ვიზიტორებს ზამთრის სეზონის განმავლობაშიც მიიღებს.

ცნობისთვის, წალკის მუნიციპალიტეტში სოფელ დაშბაშში, დაცულ ტერიტორიაზეკასს ლენდიისრაელის კომპანია Kass Group-ის ინვესტიციით 2022 წლის ივნისში გაიხსნა.
 პროექტის სავიზიტო ბარათია 240 მეტრის სიმაღლეზე, წალკის კანიონის თავზე გადაჭიმული 240 მეტრი სიგრძის მინისბრილიანტის ხიდი“, რომლის შუაგულშიც კაფე-ბარია განთავსებული. ხიდი უმაღლესი დონის უსაფრთხოების სტანდარტებს აკმაყოფილებს.

Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი

Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი

ავტორი:

მარი გოცირიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები