ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს პრობლემები იყო ახალ გზაზე ვერეს ხეობაში და მოძრაობაშეიზღუდა. ეს არაა სიმართლე და თხოვნა მექნება, რომ ნუ გავავრცელებთ ცრუ, გადაუმოწმებელინფორმაციას, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
„თბილისში უხვი ნალექი მოვიდა, რამაც ზოგიერთ რაიონში გარკვეული პრობლემები შექმნა. მერიისყველა შესაბამისი სამსახური გამოსულია და ახორციელებს შესაბამის სამუშაოებს. მოგვიანებითმექნება ბრიფინგი და უფრო დეტალურად მივაწვდი საზოგადოებას ინფორმაციას, თუ რა სამუშაოებსატარებს მერია. ასევე მინდა გითხრათ, რომ ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს პრობლემები იყოახალ გზაზე, ვერეს ხეობაში და მოძრაობა შეიზღუდა. ეს არაა სიმართლე და თხოვნა მექნება, რომნუ გავავრცელებთ ცრუ, გადაუმოწმებელ ინფორმაციას. მერიამ ასევე გაავრცელა ინფორმაცია,არსებობს ცხელი ხაზი და ყველას, ვისაც პრობლემები შეუქმნა ამინდმა, შეუძლია დაგვიკავშირდესცხელ ხაზზე. სამაშველო სამსახურიც მობილიზებულია, ყველანაირად გვეხმარებიან დაეტაპობრივად მოგაწვდით ინფორმაციას“, - აცხადებს თბილისის მერი.
თბილისის მერიის ინფორმაციით, თბილისში მოსულმა ძლიერმა ნალექმა და ქარმა პრობლემებიშეუქმნა დედაქალაქს - დატბორილია ქუჩები და მიწისქვეშა გადასასვლელები, წაქცეულია ხეები,დაზიანებულია ელექტროსადენები.
უახლესი
1 დღის წინ
დედაქალაქში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნა