დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ვლადიმერ ჭინჭარაული ვერცხლის მედლის მფლობელია - საქართველოს ბანკი საქართველოს პარალიმპიური ნაკრების მთავარი მხარდამჭერია

ვლადიმერ ჭინჭარაული ვერცხლის მედლის მფლობელია - საქართველოს ბანკი საქართველოს პარალიმპიური ნაკრების მთავარი მხარდამჭერია

05-09-2024 15:36:00

2024 წლის პარალიმპიადის დასრულებამდე სულ რამდენიმე დღეა დარჩენილი. საქართველოს პარალიმპიურმა ნაკრებმა კი უკვე მოიპოვა ერთი ოქროს, ერთი ვერცხლის და ორი ბრინჯაოს მედალი.

ოქროს მედლის მფლობელი გიგა ოჩხიკიძე გახდა, რომელმაც ბირთვის კვრაში პარალიმპიადაზე მოიპოვებულ პირველობასთან ერთად მსოფლიო რეკორდი გააუმჯობესა.

ანა ჯაფარიძემ, რომელიც პარალიმპიური თამაშების დებიუტანტი იყო, პარატაეკვანდოში საქართველოს პარალიმპიურ ნაკრებს ბრინჯაოს მედალი მოუტანა.

ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ეტლით მოფარიკავე ნინო თიბილაშვილმაც, რომელმაც ფრანგი მოწინააღმდეგე, ბრიანა ვიდე დაამარცხა.

ვერცხლის მედლის მფლობელი პარასროლაში ვლადიმერ ჭინჭარაული გახდა.

ვლადიმერ ჭინჭარაული გამოცდილი პარალიმპიელია, ის 2020 წლის ტოკიოს  პარალიმპიადაზე ასპარეზობდა.  ასევე, არის რამდენიმე საერთაშორისო ტურნირის პრიზიორი. 2024 წელს კი  ვლადიმერი გახდა ევროპის ჩემპიონი 10 მეტრიდან სროლაში.

საქართველოს ბანკი განაგრძობს ქართველი სპორტსმენების და იმ ადამიანების მხარდაჭერას, რომლებიც არ ჩერდებიან და საკუთარი წარმატებით უკეთეს საქართველოს ქმნიან. საქართველოს ბანკი საქართველოს პარალიმპიური ნაკრების მთავარი მხარდამჭერია.

შეგახსენებთ, რომ 5 სექტემბრიდან 2024 წლის პარიზის პარალიმპიადაზე პარაჯუდოს შეხვედრები იწყება. ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ პარალიმპიელებს.

იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ საინტერესო ამბები პარიზის პარალიმპიადიდან, თვალი ადევნეთ საქართველოს ბანკს სოციალურ ქსელებში.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები