ვიზიტის ფარგლებში, ხაზი გაესვა საქართველოს მიერ გაწეულ ძალიან დიდ სამუშაოს სანქციებთან მიმართებით, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის, დევიდ ო’სალივანის, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელის, ჯეიმს ო’ბრაიენისა და გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების საქმეთა ეკონომიკის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების გენერალური დირექტორის, კუმარ აიერის ვიზიტის შეფასებისას.
როგორც მან აღნიშნა, ვიზიტის შედეგებით, სანქციებთან დაკავშირებით ერთი წლის განმავლობაში ოპონენტების მხრიდან გამოთქმულ ყველა ბრალდებას გაეცა შესაბამისი პასუხი.
„დასრულდა ევროკავშირის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და დიდი ბრიტანეთის სანქციების კოორდინატორების ვიზიტი საქართველოში. ეს იყო ძალიან წარმატებული ვიზიტი, როგორც ჩვენი პარტნიორების, ისე საქართველოსთვის. ცხადად იქნა შეჯერებული პოზიცია, რომ ჩვენ შორის არ არსებობს არცერთი საკითხი, რომელზეც შესაძლებელია იყოს აზრთა სხვადასხვაობა, განსხვავება პოზიციებს შორის. მნიშვნელოვანია, რომ ვიზიტის ფარგლებში, ხაზი გაესვა საქართველოს მიერ გაწეულ ძალიან დიდ სამუშაოს სანქციებთან მიმართებით და ასევე, მიღებულ შედეგებს, რომლითაც საქართველო ნამდვილად გამორჩეულია მსოფლიოში. სანქციების აღსრულებასთან დაკავშირებით ჩვენ ერთი წლის განმავლობაში გავაკეთეთ ძალიან ბევრი განცხადება, იმ ყალბი ინფორმაციის საპასუხოდ, რომელიც ხშირად ვრცელდებოდა პრესაში და სხვადასხვა პოლიტიკურად მოტივირებული პირების მიერ. ყველა ამ ბრალდებას შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვიზიტის ფარგლებში გაეცა შესაბამისი პასუხი“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.
უახლესი
2 წუთის წინ
რა ღირს iPhone 16 საქართველოში32 წუთის წინ
„ვილა მოსავლი“ ცქრიალა ღვინის წარმოებას იწყებს1 საათის წინ
Fed-მა რეფინანსირების განაკვეთი შეამცირა2 საათის წინ
მეღვინეობა „ჩელთი“ ჩეხეთის ბაზარზე შევიდა15 საათის წინ
თიბისი ბიზნესი განაგრძობს ბიზნეს განათლების სერიებს