დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
მეღვინეობა „ჩელთი“ ჩეხეთის ბაზარზე შევიდა

მეღვინეობა „ჩელთი“ ჩეხეთის ბაზარზე შევიდა

20-09-2024 09:00:00

მეღვინეობა „ჩელთი“ ჩეხეთის ბაზარზე შევიდა -ამის შესახებ Business Insider Georgia-ს ღვინის კომპანიის კომერციულმა დირექტორმა ანა მირიანაშვილმა განუცხადა.

„ჩეხეთში პარტნიორებთან გრძელვადიანი კონტრაქტი გავაფორმეთ. ღვინის პირველი პარტია ამ ბაზარზე უკვე გადავტვირთეთ. „ჩელთის“ ღვინოები გაიყიდება როგორც საცალო ბაზარზე ისე რესტორნების ქსელებში“,- ამბობს ანა მირიანაშვილი.

ასევე კომპანია შემოდგომის სეზონზე რამდენიმე ღონისძიებას გეგმავს. კერძოდ, გერმანიაში - ჰამბურგში პარტნიორებთან ერთად კომპანიის მენეჯმენტი რამდენიმე გამოფენას გამართავს.

„შემდეგ ვგეგმავთ ლონდონში სარესტორნო ბიზნესის წარმომადგენლებთან ღვინის დეგუსტაციის გამართვას, ხოლო ნოემბერში შანხაიში დაგეგმილ გამოფენაში მივიღებთ მონაწილეობას“,- ამბობს მეღვინეობის კომერციული დირექტორი.

როგორც ცნობილია, მეღვინეობა „ჩელთის“ საუკუნოვანი ისტორია აქვს. 1905 წლიდან ოჯახი ტრადიციას აგრძელებს და ღვინოს ტრადიციული და თანამედროვე მეთოდებით აწარმოებს. საოჯახო საქმიანობა კომპანიად 2001 წელს გადაიქცა და დღეს იგი ქართული ღვინის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ბრენდს წარმოადგენს.

ცნობისთვის, მეღვინეობა ,,ჩელთის" ბრენდით 20 დასახელების პროდუქტი - ღვინო და ჭაჭა იწარმოება. კომპანიაში სტაბილურად 15 ადამიანია დასაქმებული, თუმცა გაცილებით მეტია იმ ადამიანების რაოდენობა, რომელსაც ,,ჩელთი" სეზონურ სამუშაოებზე ასაქმებს.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები