ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 2024 წლის მაისის მდგომარეობით, საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი 8 723 952 ათას დოლარს შეადგენს, რაც ეროვნულ ვალუტაში დაახლოებით 24 399 149 ათასი ლარია.
2024 წლის მაისში 2023 წლის მაისთან შედარებით სახელმწიფო საგარეო ვალის მოცულობა 3,8%-ითაა გაზრდილი.
ფინანსთა სამინისტროს საიტზე განთავსებული მაჩვენებლებით, 2023 წლის მაისის მდგომარეობით სახელმწიფო საგარეო ვალი მოცულობა 8 404 509 ათასი დოლარი იყო.
2024 წლის მაისის მდგომარეობით მთავრობის საგარეო ვალი 8 330 861 ათასი დოლარით განისაზღვრა, ეროვნულ ვალუტაში კი ის 23 299 751 ათასი ლარია.
მაისის მონაცემებითვე, მრავალმხრივი კრედიტორების წინაშე დავალიანება 6 282 105 ათასი დოლარია, ანუ 17 569 791 ათასი ლარი. საქართველოს სახელმწიფოს ყველაზე მსხვილი კრედიტორები არიან: აზიის განვითარების ბანკი (ADB), აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი (AIIB), ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB), რეკონსტრუქციის და განვითარების განვითარების საერთაშორისო ბანკი (IBRD).
უახლესი