დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ვგმობ დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის გადაწყვეტილებას სოხუმის აეროპორტის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ - პრეზიდენტი

ვგმობ დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის გადაწყვეტილებას სოხუმის აეროპორტის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ - პრეზიდენტი

27-07-2023 16:26:01

კატეგორიულად ვგმობ და ვაპროტესტებ დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის გადაწყვეტილებას სტრატეგიული ობიექტის - სოხუმის აეროპორტის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა twitter-ის მიკრობლოგში საკუთარ გვერდზე დაწერა. სალომე ზირაბიშვილის თქმი, ეს არის რუსეთის უკანონო ქმედება, რომელიც საერთაშორისო საზოგადოების კატეგორიულ და მტკიცე რეაქციას მოითხოვს.

შეგახსენებთ, რომ 26 ივლისს, აფხაზეთის სეპარატისტულმა პარლამენტმა სოხუმის „ბაბუშერას“ აეროპორტი 49-წლიან მართვაში რუსეთის ფედერაციას გადასცა. 

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები