დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
უზბეკური ავიაკომპანია Centrum Air-ი თბილისის და ბათუმის მიმართულებით რეგულარულ რეისებს იწყებს

უზბეკური ავიაკომპანია Centrum Air-ი თბილისის და ბათუმის მიმართულებით რეგულარულ რეისებს იწყებს

05-02-2024 09:30:00

უზბეკური ავიაკომპანია Centrum Air-ი საქართველოს მიმართულებით პირდაპირი რეგულარული რეისების განხორციელებას იწყებს. ავიაკომპანია ტაშკენტიდან რეგულარულ ფრენებს თბილისის და ბათუმის მიმართულებით განახორციელებს.

Centrum Air-ი ტაშკენტი-თბილისი-ტაშკენტის საჰაერო ხაზზე ფრენებს 1 აპრილიდან კვირაში 2 სიხშირით, ყოველ ორშაბათს და ხუთშაბათს შეასრულებს.

ხოლო ავიარეისები ტაშკენტსა და ბათუმს შორის 7 მაისს დაიწყება. Centrum Air-ი ტაშკენტსა და ბათუმს შორისაც ოპერირებას კვირაში ორი სიხშირით განახორციელებს და რეისებს ყოველ  სამშაბათს და პარასკევს განახორციელებს.

ბილეთები უკვე ხელმისაწვდომია ავიაკომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე www.centrum-air.com.

Centrum Air ბაზარზე ერთი წელია ოპერირებს; ეს არის პირველი კერძო უზბეკური ავიაკომპანია, რომელიც პოზიციონირებს როგორც დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია.
ავიაკომპანია სპეციალიზირებულია ფრენებზე ცენტრალური აზიის, დსთ-ს ქვეყნებისა და ახლო აღმოსავლეთის მიმართულებით. Centrum Air-ის ფლოტი მოიცავს Airbus-ის მიერ წარმოებულ 5 თვითმფრინავს.

საქართველოსა და უზბეკეთის დედაქალაქებს შორის რეგულარულ რეისებს Uzbekistan Airlines-იც ასრულებს.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები