დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
უმუშევრობა, ინფლაცია და სიღარიბე, საქართველოს მოსახლეობამ სამი მთავარი პრობლემა დაასახელა - IRI კვლევა

უმუშევრობა, ინფლაცია და სიღარიბე, საქართველოს მოსახლეობამ სამი მთავარი პრობლემა დაასახელა - IRI კვლევა

25-04-2023 13:51:39

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის თანახმად, საქართველოს მოქალაქეებმა ქვეყნაში   ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემებად - უმუშევრობას, ინფლაცია და სიღარიბე დაასახელეს. 

კითხვაზე, რა არის დღეს ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა, პასუხები ასე ნაწილდება:

  • უმუშევრობა - 36%;
  • ცხოვრების ხარჯები, მაღალი ფასები - 19%;
  • სიღარიბე - 6%;
  • შიდა კონფლიქტები (ეთნიკური და რელიგიური კონფლიქტების ჩათვლით) – 5%;
  • პოლიტიკური პოლარიზაცია - 5%.

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 52% მიიჩნევს, რომ ბოლო 1 წელში ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობა გაუარესდა. 

29% ამბობს, რომ ეკონომიკური მდგომარეობა გარკვეულწილად გაუარესდა, ხოლო 23% ფიქრობს, რომ მდგომარეობა ძალიან არის გაუარესებული.

 29%-ის შეფასებით, ეკონომიკური მდგომარეობა არ შეცვლილა, გარკვეულწილად და ძალიან გაუმჯობესებაზე ჯამში 18% მიუთითებს, ხოლო 1%-ს პასუხი არ აქვს ან თავს იკავებს.

IRI-ის ინფორმაციით, კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა IPM-ის მიერ. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი – 63%. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები