დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
უკრაინამ, რუსი მილიარდერის ოლეგ დერიპასკას საწარმოების ნაციონალიზაცია გამოაცხადა

უკრაინამ, რუსი მილიარდერის ოლეგ დერიპასკას საწარმოების ნაციონალიზაცია გამოაცხადა

17-02-2023 09:30:32

უკრაინის უზენაესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ, რუსი ბიზნესმენის ოლეგ დერიპასკას კუთვნილი საწარმოების უკრაინის საკუთრებაში გადაცემაზე, იუსტიციის სამინისტროს სარჩელი დააკმაყოფილა.

ამის შესახებ უკრაინის უსაფრთხოების სამსახური იტყობინება.

სასამართლოს გადაწყვეტილება ეხება ნიკოლაევსკის ალუმინის გადამამუშავებელ ქარხანას, ასევე არამომპოვებელ კომპანიებს გლუხოვსკის კვარციტის კარიერს, ხუსტსკის კარიერს და ჟელოვსკის კარიერს.

გადაცემული ქონების ღირებულება 10 მილიარდ გრივნაზე მეტია (20 მილიარდ რუბლზე მეტი ან 270 მილიონ დოლარზე მეტი).

„დადგინდა, რომ დერიპასკა, რომელიც რუსეთის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის შიდა წრის ნაწილია და საწარმოებს კონტროლირებადი კომერციული სტრუქტურების მეშვეობით უკრაინის სხვადასხვა რეგიონში მართავდა. ამგვარად, რუსი ოლიგარქი ცდილობდა დაეფარა თავისი კავშირი უკრაინული აქტივებთან“, - ნათქვამია SBU-ს პრესრელიზში.

ამავდროულად, უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუს ბიზნესმენს სახელმწიფო 350 საკუთრებას ჩამოართმევს, რომლის ღირებულება ორ მილიარდ გრივნაზე მეტია.

ოლეგ დერიპასკა აშშ-ს სანქციების ქვეშ 2018 წლიდან იმყოფება. 2022 წელს უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ბიზნესმენს სანქციები დაუწესეს ევროკავშირმა, დიდმა ბრიტანეთმა, უკრაინამ და სხვა ქვეყნებმა.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები