დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი მიიჩნევს, რომ უკრაინა NATO-ს წევრი გახდება.
ამის შესახებ სუნაკმა ოთხშაბათს უკრაინელი ჟურნალისტების ჯგუფთან შეხვედრაზე განაცხადა.
„ვეთანხმები NATO-ს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს, რომელმაც თქვა, რომ უკრაინა გახდება ალიანსის წევრი. მაგრამ ჩვენ ასევე უნდა გავამახვილოთ ყურადღება არსებულ ვითარებაზე. ჩემთვის ეს ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა გვქონდეს გეგმა უკრაინის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და არა მხოლოდ ახლა, არამედ გრძელვადიან პერსპექტივაში“, - ციტირებს სუნაკს უკრაინული მედია.
„უკრაინის გზა NATO-ში გაწევრიანებისკენ იდეალურად უნდა იყოს უზრუნველყოფილი კიდევ უფრო მეტი აღჭურვილობით, რომელიც აკმაყოფილებს ალიანსის სტანდარტებს, ასევე უზრუნველყოს სხვადასხვა ქვეყნის შეიარაღებული ძალების თავსებადობა და ის, თუ როგორ იყენებენ ისინი ამ აღჭურვილობას“, - აღნიშნა სუნაკმა.
„NATO-ში უკრაინელი მფრინავების მომზადება და ტაქტიკა ასევე ამ პროცესის ნაწილია. ჩვენ უკვე შეგვიძლია ამაზე მუშაობა, ისევე როგორც უკრაინის უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე გრძელვადიან პერსპექტივაში“, - აღნიშნავს სუნაკი.
უახლესი
44 წუთის წინ
ლარის კურსი დოლართან მიმართებაში გამყარდა