დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
თურქეთში ინფლაცია ზედიზედ მეშვიდე თვეა მცირდება

თურქეთში ინფლაცია ზედიზედ მეშვიდე თვეა მცირდება

03-01-2025 15:23:00

დეკემბერში თურქეთში სამომხმარებლო ფასები გასულ წელთან შედარებით 44,4%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ქვეყნის სტატისტიკური ინსტიტუტის (Turkstat) ანგარიშშია ნათქვამი.

დეკემბერში ფასების ზრდის ტემპი ზედიზედ მეშვიდე თვეა შენელებულია და 2023 წლის ივნისის შემდეგ ყველაზე დაბალ მაჩვენებელზეა. 

ნოემბერში წლიურმა ინფლაციამ 47.1% შეადგინა.

სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით, სურსათი და უალკოჰოლო სასმელები დეკემბერში გაძვირდა 43,6%-ით (ნოემბერში - 48,6%-ით), კომუნალური მომსახურება - 69%-ით (74,5%-ით), ალკოჰოლი და თამბაქოს ნაწარმი - 39,3%-ით (ასევე 39,3%-ით), ტანსაცმელი. ხოლო ფეხსაცმელი - 32,3%-ით (31,5%-ით).

სასტუმროებში, კაფეებსა და რესტორნებში ფასები დეკემბერში მაჩვენებლები წლიურად გაიზარდა 57.1%-ით (59.4%-ით), საკომუნიკაციო სერვისებზე - 34.1%-ით (35.7%-ით).

თურქეთში სამომხმარებლო ფასები დეკემბერში ნოემბერთან შედარებით 1%-ით გაიზარდა. ეს არის ყველაზე მცირე ზრდა 2023 წლის მაისის შემდეგ.

 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები