დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
კურორტი ბაკურიანი ამ დროისათვის საკმაოდ ბევრი ვიზიტორის მასპინძელია, შესაბამისად ჩვენი სასტუმროც სრულადაა დატვირთული - Bakuriani Inn

კურორტი ბაკურიანი ამ დროისათვის საკმაოდ ბევრი ვიზიტორის მასპინძელია, შესაბამისად ჩვენი სასტუმროც სრულადაა დატვირთული - Bakuriani Inn

05-01-2025 15:28:00

კურორტი ბაკურიანი ამ დროისათვის საკმაოდ ბევრი ვიზიტორის მასპინძელია, შესაბამისად ჩვენი სასტუმროც სრულადაა დატვირთული, - აცხადებს სასტუმრო Bakuriani Inn-ის მფლობელი კომპანია Inn Hospitality-ს კომერციული დირექტორი ნინა გაჩეჩილაძე.

ნინა გაჩეჩილაძის განმარტებითვე, ბაკურიანის შემთხვევაში, გასული წლების მსგავსად ჯავშნები და მოთხოვნა შედარებით მცირდება 15 იანვრის შემდგომ.

Bakuriani Inn-ის მაგალითზე სტუმრების 60%-ი ადგილობრივი დამსვენებელია, ხოლო 40%-ი უცხო ქვეყნების წარმომადგენლები არიან.

კომპანია Inn Hospitality-სკომერციული დირექტორის თქმით, ქვეყანაში მიმდინარე პროცესებმა გარკვეული ასახვა პოვა ჯავშნების რაოდენობაზეც. 

„მოგეხსენებათ, არაერთმა არაადგილობრივმა ტელევიზიამ თუ სხვა საკომუნიკაციო არხმა გააშუქა, დედაქალაქში მიმდინარე მოვლენები, რამაც დააზიანა ჩვენი ქვეყნის იმიჯი, როგორც უსაფრთხო, სამოგზაურო თუ დასასვენებელი ლოკაციის. შესაბამისად გაუქმდა რიგი ჯავშნებიც, როგორც დეკემბრის, ასევე იანვრისა და თებერვლის პერიოდზე“, - განმარტავს ნინა გაჩეჩილაძე.

იმისათვის, რომ Bakuriani Inn-ს წელს მეტი სტუმარ მოეზიდა, კომპანია Inn Hospitality-მა არაერთი მარკეტინგული სამუშაო გასწია. 

„რაც შეეხება მარკეტინგულ აქტივობებს, როგორც წესი გამოყენებულ იქნა არაერთი საიმიჯო თუ შემეცნებითი ვიდეო რგოლები და არა მარტო ჩვენი ობიექტის არამედ კურორტის შესახებ - ყველა იმ ციფრულ არხში, სადაც ჩვენ პოტენციურ მომხმარებლებთან  შეიძლებოდა გვქონოდა თანხვედრა, რაც შეეხება ქვეყნებს, ადგილობრივი ბაზარი, მეზობელი ქვეყნები, დასავლეთ და აღმოსავლეთ ქვეყნები ლიდერობენ ჩვენ სამიზნე აუდიტორიებში“, - აცხადებს ნინა გაჩეჩილაძე.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები