ჩემი ხალხის სიყვარულს ჩემდამი ვერ შეცვლის ნამდვილად ვერაფერი, მე ბავშვობიდან მათ წარმოვადგენ და ყოველთვის ასე იქნება - ნუცა ბუზალაძე
ბათუმში ნუცა ბუზალაძის კონცერტი გაიმართა, რომელსაც ადგილობრივები და არტისტის გულშემატკივრები ესწრებოდნენ. ბათუმში ნუცა ბუზალაძის კონცერტზე საპროტესტო აქციის მონაწილეები მივიდნენ, თუმცა აღნიშნულს ღონისძიების მიმდინარეობაზე ეფექტი არ მოუხდენია.
,,არაფერი ახალი არ მომხდარა. კვლავ წარუმატებელი ადამიანები წარუმატებლად ცდილობდნენ ჩაეშალათ უამრავი ხალხის ზეიმი და გაეფუჭებინათ განწყობა. არ გამოუვიდათ. ამასაც ნიჭი უნდა“, - აღნიშნავს ნუცა ბუზალაძე Business Insider Georgia-სთან საუბრისას.
ნუცას თქმით, აღნიშნული ადამიანების ქმედებას არანაირი ეფექტი არ აქვს არც მსგავს ღონისძიებებზე და არც ზოგადად პროცესებზე, რადგან ისინი მხოლოდ საზოგადოების ძირითადი ნაწილისაგან გამიჯნულ სექტას წარმოადგენენ.
,,არანაირი ეფექტი - ეს არის საზოგადოებისგან გამიჯნული სექტა, რომელმაც თავად არ იცის, ვის ან რას ემსახურება. ის მომიტინგე ქალბატონი მახსენდება, შოთა რუსთაველს რომ ეჭიდავება და იდეას უცვლის - მე ისევ ორიგინალში ვიტყვი , შოთასეულად, “ ბოროტსა სძლია კეთილმა, არსება მისი გრძელია” .
ჩემი ხალხის სიყვარულს ჩემდამი ვერ შეცვლის ნამდვილად ვერაფერი მე ბავშვობიდან მათ წარმოვადგენ და ყოველთვის ასე იქნება , რამდენი ბოროტი ადამიანიც არ უნდა გამოგვერიოს გზაზე“, - განმარტავს ნუცა ბუზალაძე.
დღის ტოპ 10 სიახლე
მოსაზრება
ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა
საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.
სხვა სიახლეები