დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
თურქეთის ყველაზე ცნობილი მუზეუმები

თურქეთის ყველაზე ცნობილი მუზეუმები

19-08-2023 14:59:31

სტამბული თავის ვიზიტორებს სთავაზობს მრავალფეროვან მოგზაურობას, მათ შორის ისტორიული შენობების, კულტურული ძეგლებისა და არქეოლოგიური მუზეუმების მონახულება.

სტამბულის ეს მდიდარი მემკვიდრეობა უნიკალურ ქალაქად აქცევს, რომელიც თავის პოპულარობას მუდამ ინარჩუნებს. 

ჩვენ შევეცადეთ გავაცნოთ თურქეთის ცნობილი მუზეუმები მათ, ვისაც სურს გაეცნოს თურქეთის კულტურას, ისტორიასა და ხელოვნებას.

სტამბულის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი:

Istanbul Modern – თურქეთის პირველი თანამედროვე  ხელოვნების მუზეუმია, რომელიც მდებარეობს  ბოსფორის სანაპიროზე. მუზეუმი დაარსდა 2004 წელს და 8.000  კვადრატულ მეტრზეა განთავსებული. მუზეუმში გამოფენილი ნამუშევრების უმეტესობა ცნობილი თურქული ოჯახის Eczacıbaşı-ს კერძო კოლექციას წარმოადგენს, სწოეწდ ეს ოჯახია მუზეუმის დამაარსებელი. მუზეუმში ასევე განთავსებულია კინოთეატრი, კაფე, მაღაზია და დიდი ბიბლიოთეკა ტურისტებისთვის.

სტამბულის არქეოლოგიური  მუზეუმი:

სტამბილის არქეოლოგიური მუზეუმი ერთ-ერთი უმდიდრესი მუზეუმია მსოფლიოში, რომელიც შდგება სამი ცალკეული მუზეუმისგან, მათ შორისაა არქეოლოგიური მუზეუმი, ძველი და ახლო აღმოსავლეთის ხელოვნების მუზეუმი და ისლამური კერამიკის მუზეუმი, რომელიც მდებარეობს  სტამბულში, ფატიჰის რაიონში, თოფქაფის სასახლესთან და გიულჰანის პარკთან ახლოს. ადგილი, სადაც მუზეუმია აშენებული, თითქმის ოთხი საუკუნის განმავლობაში ოსმალეთის სულთნების უდიდეს რეზიდენციას წარმოადგენდა.

მუზეუმი სულთან აბდულ ჰამიდ II-ის ხელმძღვანელობით დაარსდა, ხოლო 1881 წლიდან  ალექსანდრე ვალორიმ  ნეოკლასიკურ სტილში ააგო. სწორედ იმ გამოჩენილი თურქი ხელოვნებათმცოდნეებისა და არქიტექტორების დამსახურებაა ის, რომ დღეს მუზეუმი ასეთი სახით არსებობს. სწორედ  მათ დაიცვეს და გადაარჩინეს ომისა და ვანდალიზმის შედეგად დაზიანებული  ექსპონატები და არსებული ძეგლები.

სტამბულის არქეოლოგიურ მუზეუმს აქვს 1 მილიონზე მეტი ექსპონატი, რომელშიც ასახულია ასურული, ხეთური, ეგვიპტური, ბერძნული, რომაული, ბიზანტიური და ოსმალური კულტურა.

პერას მუზეუმი

პერას მუზეუმი 2005 წელს გაიხსნა. მუზეუმის მიზანია ადამიანების ცნობიერების ამაღლება და მათ ჩართვა  კულტურისა და ხელოვნების სფეროში. შენობა, რომელშიც განთავსებულია მუზეუმი, თარიღდება 1893 წლით, თუმცა 2005 წელს მისი რეკონსრუქცია მოხდა. მუზეუმმა  მსოფლიოში ცნობილი მხატვრების ნამუშევრებით მიიპყრო ხელოვნების მოყვარულთა ყურადღება და მათი სიყვარული მოიპოვა, რადგან  დღეს მუზეუმს ძალიან ბევრი ტურისტი და ხელოვნების მოყვარული სტუმრობს. პერას მუზეუმი მასპინძლობს მრავალ ეროვნულ და საერთაშორისო ღონისძიებებს. 

მუზეუმი განთავსებულია შთამბეჭდავ ისტორიულ შენობაში, რომელიც თავდაპირველად ბრისტოლის სახელით იყო ცნობილი. 

პერას მუზეუმში ძალიან ბევრი კოლექციაა განთავსებული. მათ შორის აღმოსავლური ნახატების კოლექცია, რომელიც შეიცავს ევროპელი მხატვრების ნიმუშებს, რომლებშიც ფაქტობრივად, ასახულია ოსმალეთისა და თურქეთის გეოგრაფია მე-17 საუკუნიდან მე-20 საუკუნემდე. მუზეუმში თურქი მხატვრების ნამუშევრებსაც მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. ასევე მუზეუმში არის ძველი სტამბულის ფოტოების კოლექცია, რომელიც მოიცავს მე-19-დან მე-20 საუკუნემდე პერიოდს და სხვ.

ანკარას ხელოვნებისა და ქანდაკების სახელმწიფო მუზეუმი

ანკარას ხელოვნებისა და ქანდაკების სახელმწიფო მუზეუმი 1927 წელს არქიტექტორ არიფ ჰიქმეთ ქოიუნოღლუს მიერ შეიქმნა. მუზეუმის იდეა ეკუთვნის თურქეთის რესპუბლიკის დამაარსებელსა პირველ პრეზიდენტს მუსტაფა ქემალ ათათურქს. მუზეუმი მდებარეობს ეთნოგრაფიულ მუზეუმთან ახლოს, სადაც დღემდეა დაცული თურქეთის მე-19 საუკუნის ბოლოს შექმნილი ხელოვნების მდიდარი კოლექცია. ასევე არსებობს საგამოფენო დარბაზები სტუმრებისთვის  და სხვ.

 

Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი

 

Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები