დუშეთის მუნიციპალიტეტი, სოფელი აბანოსხევში მდებარე ტურისტული ობიექტის „ქოხმახის“ ერთ-ერთი მფლობელი სოსო ჭინჭარაული Business Insider Georgia-სთან ამბობს, რომ ბიზნესმა გაამართლა და თუ ბაზარზე მოთხოვნა გაიზარდა, კოტეჯებსა და კვების სერვისს დაამატებს.
ტურისტული ბიზნესის წამოწყების იდეა 2021 წელს გაჩნდა. „ქოხმახი“ ნაწილობრივ პირადი და ნაწილობრივ ბანკის სესხით შეიქმნა.
„არასასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთი გვქონდა და გაჩნდა ისეა, რომ წამოგვეწყო სასტუმრო ბიზნესი. გადავწყვიტეთ კოტეჯების აშენება. ამ დროისთვის 4 კოტეჯს ვფლობთ და სტუმარ-მასპინძლობის ბიზნესში ვოპერირებთ. ასევე გვაქვს სივრცე წვეულებისთვის, სადაც შესაძლებელია 20 ადამიანი განთავსდეს. კოტეჯებში კი 10 ადამიანს შეუძლია დარჩენა“, - ამბობს სოსო ჭინჭარაული.
კოტეჯებში განთავსების ფასები შემოსული სტუმრების რაოდენობა მიხედვით არის განსაზღვრული.
„ორი ადამიანის განთავსების საფასური დღე-ღამეში 130 ლარია, ზაფხულის სეზონზე 150 ლარი. თუ 10 ადამიანი გვსტუმრობს და კოტეჯი სრულად არის შევსებული, მაშინ 400 ლარი ღირს დღე და ღამე. ბიზნესმა გაამართლა. 2024 წლის ზაფხულის სეზონისთვის, ვგეგმავთ კოტეჯების უკეთესად მოწყობას. ერთ ეზოში გვაქვს კარკასული აუზი. ვგეგმავთ, რომ მეორე კოტეჯის ეზოშიც დავდგათ მსგავსი აუზი“,- ამბობს „ქოხმახის“ თანამფლობელი.
ამასთან, სოსო ჭინჭარაული ამბობს, რომ თუ ბაზარზე მოთხოვნა გაიზარდა, 2024 წელს ბიზნესს გააფართოებს. „
„კოტეჯების მიმდებარედ შევიძინეთ მიწის ნაკვეთი, თუ ბაზარმა მოითხოვა შეგვიძლია კიდევ უფრო გავფართოვდეთ. შესაძლოა, სტუმრებს კვებაც შევთავაზოთ და ამისთვის დამატებით ობიექტი გავხსნათ. ამ დროისთვის ვაქირავებთ სივრცეს ღონისძიებებისა და წვეულებისთვის, სადაც მსურველები კვებას თავად უზრუნველყოფენ“, - ამბობს სოსო ჭინჭარაული.
როგორც „ქოხმახის“ თანამფლობელი ამბობს, ტურისტულ ობიექტს ძირითადად საქართველოს მოქალაქეები სტუმრობენ და ივნისის თვე უკვე სრულადაა დაჯავშნილი.
უახლესი
3 საათის წინ
როგორის Meama-ს მიმდინარე შეთავაზებები