დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ციტრუსის ექსპორტი 78%-ითაა გაზრდილი

ციტრუსის ექსპორტი 78%-ითაა გაზრდილი

26-11-2024 16:00:00

ქვეყნიდან ციტრუსის ექსპორტი 78%-ითაა გაზრდილი. საქსტატის ინფორმაციით, 2024 წლის იანვარ-ოქტომბერში ექსპორტზე 13,482.84 ათასი დოლარის ღირებულების 21,375.15 ტონა ციტრუსი გავიდა. 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 12,015.95 ტონა. ქართული ციტრუსისთვის ნომერ პირველი საექსპორტო ბაზარი რუსეთია, რომელზედაც წელს ციტრუსის მთლიან ექსპორტის 53%-ი მოდის.

TOP 5 ქვეყანა, სადაც საქართველო ციტრუსს ყიდის:

  • რუსეთი - 11,287.98 ტონა,
  • სომხეთი - 9,516.46 ტონა,
  • აზერბაიჯანი - 373.35 ტონა,
  • გერმანია - 75.02 ტონა,
  • უკრაინა - 62.05 ტონა.

აღსანიშნავია, რომ წელს ქართული ციტრუსი სულ 8 საექსპორტო ბაზარზე გაიყიდა. 

2023 წელს საქართველომ ექსპორტზე 53,489.85 ტონა ციტრუსი გაიტანა, რაც 2022 წლის მაჩვენებლებთან შედარებით 48%-იანი ზრდაა. 
 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები