წინასწარი მონაცემებით, მაისში ლარის დეპოზიტები 18%-ით გაიზარდა, უცხოური ვალუტის დეპოზიტები კი გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით 6%-ით, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს კითხვის საპასუხოდ სებ-ში განუცხადეს. როგორც სებ-ში განმარტავენ, შინამეურნეობების ლარის დეპოზიტები 33%-ით გაზრდილია.
„აღსანიშნავია, რომ ბოლო ორი თვის განმავლობაში, იურიდიული პირების ლარის ვადიანი დეპოზიტების ზრდის ტემპი მატულობს, მაშინ როცა უცხოური ვალუტის ვადიანი დეპოზიტების ზრდის ტემპი შემცირდა. ასევე კვლავ მაღალია ლარის დეპოზიტების მოცულობა, დოლარიზაციის მაჩვენებელი კი კვლავ 50%-ზე დაბალია.
დეპოზიტების არსებულ ტენდენციასთან ერთად, ძლიერია დაკრედიტების მაჩვენებელიც. წინასწარი მონაცემებით, მაისში დაკრედიტების მაჩვენებელი 19%-ით გაზრდილია, რაშიც ძირითადი წვლილი ბიზნეს სესხების დაკრედიტებაზე მოდის“, - განუცხადეს Business Insider Georgia-ს სებ-ში.
ამასთან, მზარდია ლარით დაკრედიტებაც - მაისის წინასწარი მონაცემებით, ეროვნულ ვალუტაში დაკრედიტების მაჩვენებელი 21%-ია.
უახლესი
50 წუთის წინ
რა გაძვირდა და რა გაიაფდა - დეკემბრის სტატისტიკა1 საათის წინ
OpenAI კომპანიის რესტრუქტურიზაციას გეგმავს1 საათის წინ
დეკემბერში წლიურმა ინფლაციამ 1.9%-ი შეადგინა2 საათის წინ
ჯანდაცვის მინისტრი ბავშვთა სახლს ესტუმრა20 საათის წინ
სად ყიდის საქართველო ოქროს