„გასტროსკოლა“ არის უნიკალური კონცეფცია თბილისისთვის, რომელიც აერთიანებს საუკუნოვან სამზარეულო ტექნიკას თანამედროვე დიზაინთან, აღჭურვილობასთან და ვიზუალურ სივრცესთან ქალაქის ცენტრში, ისტორიულ ორბელიანის ბაზარში, რომელიც თბილისში, ვ. ვეკუას ქუჩა 3ა-ში მდებარეობს“,- ამის შესახებ Busines Insider Georgia-ს „გასტროსკოლაში“ განუცხადეს.
ორბელიანის ბაზარი 1886 წლიდან თბილისის ცხოვრების ცენტრალური წერტილია, რომელიც მაცხოვრებლებსა და სტუმრებს სთავაზობს ახალ პროდუქტებს, გემრიელ ქართულ და საერთაშორისო კერძებს, მეგობრებთან შეხვედრისა და ახალი ნაცნობობების გაჩენის ადგილს. თანამედროვე პერიოდში ორბელიანის ბაზარი ფართო მრავალდონიან სავაჭრო სივრცეში აერთიანებს როგორც ცნობილ რესტორნების ბრენდებს, ასევე ადგილობრივ აღმავალ ვარსკვლავებს.
„გასტროსკოლა, მიუხედავად იმისა, რომ კონცეპტუალურად ახალია ქალაქისთვის, 2021 წლიდან ორბელიანის ბაზრის ჯგუფის ნაწილია და სთავაზობს ქართული და საერთაშორისო სამზარეულოს სწავლების ფართო არჩევანს, მორგებულ მასტერკლასებს მოზრდილებისა და ბავშვებისთვის, თიმბილდინგებსა და კორპორაციულ ღონისძიებებს, დაბადების დღეებს, კულინარიულ კონფერენციებს, ღვინის დეგუსტაციებს და საერთო სივრცეს ყველაფრისთვის, რაც უკავშირდება საკვებს, სასმელებსა და გართობას.
2024 წლის ბოლოს ახალი მენეჯმენტის ხელმძღვანელობით, გასტროსკოლა წინ მიიწევს, HORECA ინდუსტრიაში მყარი პოზიციის დამკვიდრებით, სკოლის ვიზუალური სივრცის განახლებით, პასუხისმგებელი შეფ-მზარეულის დანიშვნით, ქალაქის მაცხოვრებლებისთვის ხელმისაწვდომი ყოველკვირეული ღონისძიებების პროგრამის შემუშავებით, ასევე ტურისტებისა და სტუმრებისთვის ქართული კულტურისა და სამზარეულოს გაცნობით. ახალი გასტროსკოლის კონცეფცია მრავალდონიანია და მიზნად ისახავს სხვადასხვა სამიზნე აუდიტორიის მოზიდვას ჩვენი განახლებული სერვისებით.
მზარდი მოთხოვნის საპასუხოდ, 2025 წლისთვის ვგეგმავთ კლასებისა და ღონისძიებების ფართო არჩევანს:
1. ქართული და საერთაშორისო სამზარეულოს მასტერკლასები (ჩატარებული გასტროსკოლის შეფ-მზარეულის მიერ)
2. თემატური საღამოები თბილისის რესტორნებთან ერთად (მასტერკლასები რესტორნების შეფ-მზარეულების მიერ) 3. კულინარიული ბრძოლები შეფ-მზარეულებს შორის
4. პრემიუმ ვორქშოპები (მოწვეული საერთაშორისო სტუმარი შეფ-მზარეულებით)
5. მასტერკლასები და ვორქშოპები ტურისტებისთვის (ქართული სამზარეულო)
6. კორპორატიული და თიმბილდინგ ღონისძიებები
7. დაბადების დღეები და საზეიმო ღონისძიებები
8. მასტერკლასები ბავშვებისთვის
9. სამზარეულოს გაქირავება ფოტოსესიებისა და კულინარიული ღონისძიებებისთვის
10. სუპერმარკეტის პროდუქტების ტესტირების ღონისძიებები
11. ღვინის დეგუსტაციები და სომელიეების პრეზენტაციები
მასტერკლასების ფასები დამოკიდებული იქნება სამზარეულოს ტიპზე, ვორქშოპების ჩამტარებელ შეფ-მზარეულებზე, მომზადებულ კერძებსა და გამოყენებულ ინგრედიენტებზე, მაგრამ ზოგადად იქნება მსგავსი ღონისძიებებისთვის მისაღებ საბაზრო ფარგლებში. ასევე გვსურს ვითანამშრომლოთ ქართულ ღვინის მარნებთან, რათა წარმოვაჩინოთ ტრადიციული ქართული მეღვინეობის გემო და სამზარეულოს გაკვეთილებს თან დავურთოთ ღვინის დაგემოვნება და შესავალი საუკეთესო ქართული ღვინოების სამყაროში“,- აცხადებენ „გასტროსკოლაში“.
რებრენდირებული გასტროსკოლა მიზნად ისახავს მოიზიდოს არა მხოლოდ საკვების მოყვარულები და სამზარეულოს ენთუზიასტები, არამედ გააღვივოს კულინარიული ნაპერწკალი მათშიც კი, ვისაც არასდროს წარმოუდგენია თავი სამზარეულოში.
„გვსურს გავხადოთ საჭმლის მომზადება არა მხოლოდ მარტივი და ხელმისაწვდომი ყველა ასაკისა და სოციალური ჯგუფისთვის, არამედ ვაქციოთ ის სახალისო და დასამახსოვრებელ აქტივობად, რომელიც აერთიანებს ადამიანებს, ეხმარება სოციალიზაციასა და ახალი მეგობრების შეძენაში, აღვივებს პასუხსა და კრეატიულობას“,- აცხადებენ „გასტროსკოლაში“.
უახლესი