მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნესმრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7022.7
-0.0128
flag
AZN 1.6174
-0.0012
flag
CNY 37.678
0.0001
flag
EUR 3.1249
-0.0025
flag
GBP 3.6389
-0.0123
flag
KZT 52.57
0.0004
flag
TRY 0.0721
-0.0001
flag
USD 2.7503
-0.002

რა ტიპის პრეტენზიები აქვთ მომხმარებლებს კომერციულ ბანკების მიმართ და როგორია მათი გადაწყვეტის სტატისტიკა

news image

კომერციულ ბანკებში დაფიქსირებული პრეტენზიები თვიურ ჭრილში 26%-იან ზრდას, ხოლო წლიურ ჭრილში 8%-იან ზრდას აჩვენებს.

როგორც სებ-ის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკური მაჩვენებლებიდან ირკვევა, 2024 წლის ოქტომბერში კომერციულ ბანკებში დაფიქსირებული პრეტენზიების რაოდენობა იყო 2 908, ხოლო სექტემბერში - 2 306. 2023 წლის ოქტომბრის სტატისტიკით კი კომერციულ ბანკების მიმართ მომხმარებლებმა 2 685 პრეტენზია დააფიქსირეს. 

ირკვევა, რომ ოქტომბერში კომერციულ ბანკებში მომხმარებელთა მიერ დაფიქსირებული პრეტენზიების 42%-ი სამომხმარებლო სესხებთან დაკავშირებული პრეტენზიებია. სულ ოქტომბერში ამ მიმართულებით 1217 საჩივარი დაიწერა. მეორე ადგილზეა მიმდინარე ანგარიში/სადებეტო ბარათებთან დაკავშირებული საჩივრები, მათმა რაოდენობამ ოქტომბერში 1172 საჩივარი შეადგინა. შემდეგ მოდის საკრედიტო ბარათებთან დაკავშირებული საჩივარი, რომელიც სექტემბერში სულ 77 ერთეული დაიწერა. ინტერნეტბანკთან დაკავშირებულ გაუგებრობას ოქტომბერში მომხმარებელთა მხრიდან დაწერილი 56 საჩივარი მოჰყვა. 

თუ გავაანალიზებთ საჩივრებს პრეტენზიის ხასიათის მიხედვით, უპირობო ლიდერი ხელშეკრულების პირობებთან დაკავშირებული პრეტენზიებია, რომელზედაც ოქტომბერში 1189 საჩივარია დაწერილი.

ოქტომბერში კომერციულ ბანკებთან მიმართებაში დაფიქსირებული 2 908 საჩივრიდან 1 070 საჩივრის განხილვა დასრულებულია, რადგანაც კომერციულმა ბანკებმა პრეტენზია უსაფუძვლოდ მიიჩნიეს. განხილვა დასრულებულია, კომერციულმა ბანკებმა პრეტენზია საფუძვლიანად მიიჩნიეს       1 346 საჩივრის შემთხვევაში, ხოლო 490 საჩივარზე კომერციული ბანკების მიერ პრეტენზიის განხილვა არ დასრულებულა

2 საჩივარზე კი განხილვა დასრულებულია, პრეტენზია მიჩნეულია საფუძვლიანად, თუმცა პრობლემა არ არის აღმოფხვრილი.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ბიზნეს სიახლეები
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა