დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
„ციკოლიას“ ბრენდით  საქართველოში პირველი საათი დამზადდა

„ციკოლიას“ ბრენდით საქართველოში პირველი საათი დამზადდა

06-09-2024 23:05:00

„ციკოლიას“ ბრენდით მალე წარმოებაში საქართველოში დამზადებული და აწყობილი ნაწილებით პირველი საათი „სუპირველი“ ჩაეშვება.

როგორც Business Insider Georgia-ს „ციკოლიას“ ბრენდის წარმომადგენელმა განუცხადა, საათის პირველი მოდელი უკვე მზადაა და თავად  დიზაინერი ზვიად ციკოლია საწარმოო პროცესში სრულადაა ჩართული. 

თუმცა როდის დაიწყება „ციკოლიას“ ბრენდის ქვეშ წარმოებული „სუპირველის“ გაყიდვა და რა ეღირება საქართველოში დამზადებული საათი, ჯერ დეტალები არ ხმაურდება. 

რაც შეეხება სხვა სიახლეებს, როგორც Business Insider Georgia-ს „ციკოლიას“ ბრენდის წარმომადგენელმა განუცხადა, მალე „ციკოლიას“ მაღაზიებში წარმოდგენილი იქნება „სევენ40“-ის განახლებული კოლექცია სადაფისა და ცირკონის თვლებით, რომელიც გაყიდვაში 5 სექტემბრიდან ჩაეშვება.

„ამ მოდელმა უცხოეთში მოწონება დაიმსახურა და ადგილობრივ ბაზარზე გაყიდვები სექტემბრიდან დაიწყება. „სევენ 40“ შვეიცარიაში დამზადდა, საათის ფასი ფერების მიხედვით 2200-2500 ლარი იქნება“, - აცხადებს ციკოლიას წარმომადგენელი. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები