დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
„ცეცხლი აინთო“ ახალი ობიექტის გახსნას გეგმავს

„ცეცხლი აინთო“ ახალი ობიექტის გახსნას გეგმავს

03-11-2023 11:00:25

ცეცხლი აინთო • Tsetskhli Ainto ბარბექიუს რესტორანი თბილისში მომავალ წელს რიგით მეორე ობიექტს გახსნის. ჯერჯერობით ქართულ ბაზარზე კომპანია ერთადერთია, სადაც მომხმარებლებს მხოლოდ მაყალზე მომზადებული კერძების, პირველ რიგში კი ნამდვილი კახური მწვადის დაგემოვნება შეუძლიათ.

რესტორანი ახალგაზრდებმა, მიხეილ ჩაფურიშვილმა და გიორგი ახსაბაძემ დაახლოებით 4 თვის წინ გახსნეს და მოთხოვნა უკვე იმდენად დიდია, რომ უკვე გაფართოებაზეც ზრუნავენ.

როგორც მიხეილ  ჩაფურიშვილი Business Insider Georgia -თან ამბობს, რომ მიდგომამ გაამართლა და მოთხოვნა იმდენად დიდია, რომ უკვე მომავალი წლის გაზაფხულიდან, როცა აქტიური სეზონი დაიწყება, ახალი სივრცე დაემატებათ.

„მუშაობას ახალი იმედით და მოლოდინით ვაგრძელებთ. ოთხი თვე ხდება, რაც ბაზარზე ვართ და უკვე ვფიქრობთ მეორე ობიექტის გახსნაზე. კარგ ამინდს დაველოდებით და მომავალი წლის გაზაფხულიდან გავხსნით ახალ სივრცეს, რასაც მომხმარებელი ელოდება.

ტურისტულ უბანში გავხსნით, ლოკაციას ვარჩევთ. კონცეფცია იქნება იგივე, რომელიც ხალხმა ძალიან შეიყვარა და მიიღო. ბევრს ეზარება რესტორანში წასვლა, ,,ცეცხლი აინთო“ კი თვითმომსახურების სფეროა, მეტი ვიდრე სწრაფი კვება. ჩვენთან შეუძლიათ ჯანსაღი საკვები მიიღონ, ყოველგვარი დანამატების გარეშე, რაც ძალიან მოსწონს მომხმარებელს.

გარკვეული წრე გვყავს, რომელიც გახსნის დღიდან ჩვენი ერთგული მომხმარებელია, თუმცა თბილისობის ფესტივალზე ბევრმა გაგვიცნო, ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა ფესტივალზე ჩვენს გამოჩენას. მას შემდეგ კიდევ დაგვემატნენ, შესაბამისად, გაყიდვები და კმაყოფილი მომხმარებლის რაოდენობაც მკვეთრად გაიზარდა“, - ამბობს მიხეილ ჩაფურიშვილი.

მისი ინფორმაციით, მზადდება როგორც კახური, ასევე კლასიკური(ნაკლებ ცხიმიანი) მწვადი, რომელსაც კახური შოთი უფასოდ მოჰყვება. ასევე მენიუშია ქაბაბი და ქათმის მწვადი, რაც ძალიან მოსწონთ სტუმრებს.

„ცეცხლი აინთო" მიმდინარე 7 ივლისს გაიხსნა საბურთალოზე,  ტაშკენტის 10 ნომერში. ამ ეტაპზე კომპანიაში 10 ადამიანია დასაქმებული.

ახალი ობიექტის დამატების შემთხვევაში რესტორანში დაახლოებით კიდევ ამდენივე ადამიანი დასაქმდება.

ავტორი:

მარი გოცირიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები