მიმდინარე წელს კვერცხის წარმოების თვალსაზრისით სტაბილური ვითარებაა, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს ,,მეფრინველეობის განვითარების ასოციაციის“ თავმჯდომარე, კომპანია ,,კუმისის“ დამფუძნებელმა ზურაბ უჩუმბეგაშვილმა წარმოების 6 თვის შედეგების შეფასებისას განუცხადა.
„თუ არ ჩავთვლით მცირე რყევებს, ბოლო 6 თვის განმავლობაში ლარიც სტაბილურია. ფასებს ვინარჩუნებთ, არ იგეგმება პროდუქციის გაძვირება. რაც შეეხება წარმადობის ზრდას, მოსალოდნელია, რომ ზრდამ 3-4% შეადგინოს“, - ამბობს ზურაბ უჩუმბეგაშვილმა.
„კუმისი“ თვეში დაახლოებით 220-230 ათასს კვერცხს აწარმოებს. საბითუმო ფასი კატეგორიების მიხედვით 0.32-0.35 თეთრია. როგორც
„მეფრინველეობის განვითარების ასოციაციის“ თავმჯდომარე ამბობს, ადგილობრივ ბაზარზე ყველაზე მოთხოვნადი პირველი კატეგორიის კვერცხია.
„ჩვენ კვერცხზე საბითუმო ფასს არ ვცვლით, თუმცა შემდეგ პროდუქტს ემატება ტრანსპორტირებისა და სავაჭრო ქსელის მარჟა“, - ამბობს ზურაბ უჩუმბეგაშვილი. ,
,კუმისის“ დამფუძნებელი ამბობს, რომ სასურსათო კვერცხი მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე იყიდება. ამ კუთხით, ევროკავშირის ბაზარზე შესვლა რთულია, ხოლო მეზობელი ქვეყნების - სომხეთისა და აზერბაიჯანის ბაზრები ჩაკეტილია. რაც შეეხება არასასურსათო კვერცხს, სანაშენე რეპროდუქციის კვერცხის მცირე რაოდენობა გადის სომხეთსა და აზერბაიჯანში.
უახლესი
10 საათის წინ
ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა10 საათის წინ
„ოქროველი“ გაფართოებას გეგმავს