დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ჯვარში, მდინარე მაგანას მიმდებარე ტერიტორიას სპეციალისტები შეისწავლიან

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ჯვარში, მდინარე მაგანას მიმდებარე ტერიტორიას სპეციალისტები შეისწავლიან

09-09-2023 13:21:40

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, ქალაქ ჯვარში, მდინარე მაგანას მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობა მდინარის ნაკადის შემცირებას ხეობაში წყლის შესაძლო დაგუბებას უკავშირებს.

ადგილზე სიტუაციის გასაცნობად სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონულ უფროსთან და წალენჯიხის მერთან ერთად იმყოფებოდა.

ამ ეტაპზე ხეობა აეროგადაღების კამერით დათვალიერდა, თუმცა ხოკოს ხეობის ზედა ნაწილის დათვალიერება დაღამების გამო ვერ მოხერხდა, შესაბამისად დღეიდან ტერიტორიის შესწავლაში სპეციალისტები ჩაერთვებიან.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები