ევროკავშირიდან იმპორტი 15%-ითაა გაზრდილი, ხოლო ექსპორტი 32%-იან კლებას აჩვენებს.
საქსტატის ინფორმაციით, 2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველომ ევროკავშირიდან 2,784,352.40 ათასი დოლარის პროდუქცია იყიდა, ხოლო 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 2,418,029.75 ათასი დოლარის.
ევროკავშირიდან საქართველოში ნომერ პირველი საიმპორტო პროდუქტი მსუბუქი ავტომობილებია, სწორედ ავტომობილებზე მოდის ევროკავშირიდან იმპორტის 15,%-ი.
TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო ევროკავშირიდან ყიდულობს:
მსუბუქი ავტომობილები - 431,802.81 ათასი დოლარი;
ნავთობი და ნავთობპროდუქტები - 273,168.81 ათასი დოლარი;
სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - 194,682.61 ათასი დოლარი;
სატვირთო ავტომობილები - 68,097.65 ათასი დოლარი;
სატელეფონო აპარატები, ფიჭური ქსელებისთვის ან სხვა უსადენო ქსელებისთვის განკუთვნილი ტელეფონების ჩათვლით - 52,577.72 ათასი დოლარი;
რაც შეეხება ევროკავშირში ექსპორტს, ეს მაჩვენებლები კლებადია. 2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველომ ევროკავშირში 342,184.50 ათასი დოლარის პროდუქცია გაგზავნა, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 506,444.31 ათასი დოლარის.
მიმდინარე სტატისტიკით, საქართველოდან ევროკავშირში ნომერ პირველი საექსპორტო პროდუქტი ნავთობი და ნავთობპროდუქტებია.
TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო ევროკავშირში ყიდის:
ნავთობი და ნავთობპროდუქტები - 26,533.55 ათასი დოლარი;
სასუქები მინერალური ან ქიმიური, აზოტოვანი - 25,336.89 ათასი დოლარი;
მადნები და კონცენტრატები ძვირფასი ლითონებისა - 25,133.24 ათასი დოლარი;
თხილი და სხვა კაკალი - 22,722.76 ათასი დოლარი;
ფეროშენადნობები - 22,426.94 ათასი დოლარი;
უახლესი