ავტომობილების რეექსპორტის მაჩვენებელი კლებას აჩვენებს. საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-მაისში საქართველოდან მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტმა 57,323 ერთეული შეადგინა, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 60,475 ერთეული შესაბამისად კლება 5%-ია. მიმდინარე წლის 7 თვის მაჩვენებლებით მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტმა 1,192,705.89 ათასი დოლარი შეადგინა.
სტატისტიკა აჩვენებს, რომ საქართველოდან ყველაზე მეტი მსუბუქი ავტომობილის რეექსპორტი ყაზახეთში განხორციელდა. სწორედ ამ ქვეყანაზე მოდის მთლიანი რეექსპორტის 49%-ი.
TOP-5 ქვეყანა, სადაც საქართველოდან მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტი ხორციელდება:
მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტმა წლიურ ჭრილში რეკორდულ მაჩვენებლებს 2023 წელს მიაღწია, როდესაც ქვეყნიდან 107,898 მსუბუქი ავტომობილის რეექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამაც 2,126,576.45 ათასი დოლარი შეადგინა.
უახლესი
1 საათის წინ
ლარი აშშ დოლართან და ევროსთან გამყარდა