ნუშის იმპორტი 23%-ითა შემცირებული. საქსტატის ინფორმაციით, 2024 წლის პირველ ნახევარში ქვეყანამ 575.45 ტონა ნუში (ახალი ან ხმელი კანგაცლილი) იყიდა, რაშიც 2,285.88 ათასი დოლარი გადაიხადა. 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში კი ნუშის იმპორტმა 744.63 ტონა შეადგინა.
ირკვევა, რომ საქართველოში ნუშის იმპორტის კუთხით ნომერ პირველი ბაზარია აშშ-ა. სწორედ აშშ-ზე მოდის 6 თვეში იმპორტირებული ნუშის 46%-ი.
TOP-5 ქვეყანა, საიდანაც საქართველომ ნუში იყიდა:
აშშ - 266.83 ტონა,
თურქეთი - 177.56 ტონა,
ესპანეთი - 115.77 ტონა,
არაბთა გაერთიანებული საამიროები - 10.21 ტონა,
იტალია - 1.93 ტონა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოში ნუშის იმპორტი მნიშვნელოვნად 2022-2023 წლებში გაიზარდა და მაქსიმუმსაც სწორედ 2023 წელს მიაღწია, როდესაც ქვეყანამ 4,881.26 ათასი დოლარის ღირებულების 1,372.47 ტონა ნუში იყიდა. ზრდა წინა წელთან 6%-ი შეადგინა.
უახლესი