საქართველოდან ფეროშენადნობების ექსპორტი მნიშვნელოვნად შემცირდა. საქსტატის ინფორმაციით, 2025 წლის იანვარ-თებერვალში ქვეყნიდან საექსპორტო ბაზრებზე 16,629.94 ათასი დოლარის ღირებულების 17,072.86 ტონა ფეროშენადნობები გავიდა. 2024 წლის 2 თვის სტატისტიკით კი 281,516.46 ტონა. კლება 94%-ია.
მიმდინარე სტატისტიკური მაჩვენებლებით, 2025 წლის იანვარ-თებერვალში ფეროშენადნობების ექსპორტი 17 ქვეყანაში განხორციელდა, საიდანაც ლიდერი ესპანეთია, რომელზეც ექსპორტის 25%-ი მოდის.
TOP 5 ქვეყანა, სადაც ფეროშენადნობების ექსპორტი განხორციელდა:
ესპანეთი - 17072.86 ტონა,
თურქეთი - 3,689.45 ტონა,
საფრანგეთი - 2,000.02 ტონა,
აზერბაიჯანი - 1,156.00 ტონა,
საბერძნეთი - 1,100.00 ტონა.
საგულისხმოა, რომ საქართველოდან ფეროშენადნობების ექსპორტმა რეკორდი 2021 წელს დაამყარა, როდესაც ექსპორტზე 299,384.71 ტონა ფეროშენადნობები გავიდა.
უახლესი
10 საათის წინ
როგორია Naninfinitas ასორტიმენტი და განვითარების გეგმები10 საათის წინ
ირაკლი კობახიძე ერევანში ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა11 საათის წინ
ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა