Naninfinitas ქართული ბრენდია, რომელიც მომხმარებელს განსხვავებულ, მრავალფეროვან და საინტერესო პროდუქციას სთავაზობს. ბრენდის საქმიანობისა და სამომავლო გეგმების შესახებ, Business Insider Georgia დამფუძნებელს, ნანუკა ჩხეიძეს ესაუბრა.
როგორია კომპანიის საქმიანობის სფეციფიკა და ასორტიმენტი?
ყველაფერს დამოუკიდებლად უკვე ძალიან დიდი ხანია ვქმნი და ვაკეთებ. ბავშვობიდან ვხატავდი და ვამზადებდი სხვადასხვა ნივთებს. ჩემი ოცნება იყო ვყოფილიყავი დიზაინერი და ჩემი არაერთი ჩანაფიქრი განმეხრციელებინა. თუმცა ცოტა გზას გადავუხვიე და სამედიცინო სფეროში აღმოვჩნდი, მაგრამ ჩემი საყვარელი საქმე არც მაშინ მიმიტოვებია და პარალელურად ვაგრძელებდი შემოქმედებით საქმიანობას. ბოლოს მაინც მივიღე გადაწყვეტილება სრულად ხელოვნების სფეროში ვყოფილიყავი და უკვე მეთორმეტე წელია როგორც ,,ნანინფინიტას" სახელით ვფლობ ჩემს ბიზნეს გვერდს და ვმუშაობ არაერთი მიმართულებით.
თავდაპირველად, ვმუშაობდი მხოლოდ ტყავზე. ეს გულისხმობდა ჩანთებს, ფეხსაცმელს, სხვადასხვა აქსესუარებს. დღემდე ვქმნი სრულიად განსხვავებულ, საკუთარი ხელწერის მქონე ტყავის ჩანთებს სხვადასხვა მასალათა მიქსით. მაგალითად, როგორიც არის ხე, ლითონი, ბუნებრივი ქვები თუ სხვა. მიყვარს ექსპერიმენტები. მომხმარებლებს ვთავაზობ ექსკლუზიურ ჩანთებს სხვადასხვა მასალის გამოყენებით, ასევე სახლის დეკორის ნივთებს, ქალის აქსესუარებს. უკვე მეოთხე წელია ჩემს ნამუშევრებს დაემატა შარფების კოლექცია ,,სევენ" რომელიც 7 ფერის პალიტრის სინთეზია და ძალიან დიდი მოთხოვნით და მოწონებით სარგებლობს. ასევე, ბავშვთა პროდუქციას საკუთარი ილუსტრაციებით.
როგორ აფასებთ მოთხოვნას?
ვთვლი, რომ ნებისმიერი საქმიანობა ორიენტირებული უნდა იყოს მუდმივ განვითარებაზე და არასოდეს იყოს კმაყოფილი იმით რასაც ქმნის. მიმაჩნია, რომ ძალიან განსხვავებულ და ექსკულუზიურ პროდუქციას ვქმნი ამიტომაც ბევრი კმაყოფილი მომხმარებელი მყავს, თუმცა ეს არ არის ჩემთვის საკმარისი და უკეთეს ხარისხს შევთავაზებ მალე. სხვაგვარად, კონკურენტულ ბაზარზე თავს ვერ დაიმკვიდრებ.
როგორია კომპანიის სამომავლო გეგმები?
რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ბევრი საინტერესო იდეა და პროექტი მზად მაქვს და უახლოეს მომავალში წარვუდგენ საზოგადოებას. შეხედვით მიღებული თითქოს მასალათა შეუთანხმებლობა ჩემთვის ხშირად ახალი იდეის წყაროა.
აღსანიშნავია, რომ "ნანინფინიტას" ნამუშევრები მეტად დასამახსოვრებელია მისი განუმეორებელი პალიტრის გათვალისწინებით.
უახლესი
31 წუთის წინ
საექსპორტო ბაზრები, სადაც საქართველომ ოქრო გაყიდა1 საათის წინ
დამაჯერებლად გავიმარჯვეთ - ოთარ კიტეიშვილი