გაეროს ეკონომიკურ და სოციალურ საქმეთა დეპარტამენტი (UN DESA) მსოფლიოს ეკონომიკური პერსპექტივის 2025 წლის ანგარიშს აქვეყნებს.
საიდანაც ირკვევა, რომ გაეროს ეკონომიკურ და სოციალურ საქმეთა დეპარტამენტმა, მსოფლიო ეკონომიკური პროგნოზირების მოდელის (WEFM) თანახმად, საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გაზარდა, ხოლო ინფლაციის პროგნოზი შეამცირა.
უფრო კონკრეტულად, UN DESA-მ საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 4,9%-დან 5,4%-მდე გაზარდა, ხოლო ინფლაციის მაჩვენებელი 2,5%-დან 2,3%-მდე შეამცირა.
ეკონომიკური ზრდის განახლებული მაჩვენებლით, საქართველო უსწრებს ყველა მეზობელ სახელმწიფოს, ევროკავშირის წევრ და ევროკავშირის კანდიდატ ყველა ქვეყანას.
ორგანიზაციის შეფასებით, 2024 წელს საქართველომ გაგრძელდა ზრდა, რომელიც ემყარებოდა მშენებლობას, შუალედურ ვაჭრობას და საერთაშორისო ტურიზმს.
მსოფლიო ეკონომიკა, 2024 წლის მონაცემებით, მდგრადობას ინარჩუნებს. უახლოეს პერსპექტივაში, გლობალური ეკონომიკური ზრდა მოსალოდნელია სტაბილური დარჩეს. გლობალური ეკონომიკური ზრდა პროგნოზირებულია 2.8%-ზე 2025 წლისთვის და 2.9%-ი 2026 წლისთვის.
უახლესი