ბედნიერი ვარ, მოვახერხეთ და პირველ თამაშში გამარჯვება მოვიპოვეთ. იმის თქმაც მინდა, რომ ჯერ არაფერი არაა დამთავრებული, მეორე მატჩი სახლში გველოდება, უნდა დავისვენოთ და მოვემზადოთ, - განაცხადა საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა, გიორგი ქოჩორაშვილმა.
„გუნდის გამარჯვებით და თამაშით ბედნიერი ვარ, ასევე გოლით, რომელიც დედაჩემს ეკუთვნის, იმიტომ, რომ მისი დაბადების დღეა. ჩემმა მეგობარმა, რომელიც სომხეთის ნაკრებში თამაშობს, მითხრა, რომ ამდენ ქართველს სტადიონზე არ ელოდებოდა. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო გულშემატკივრებს. რაც არ უნდა ხდებოდეს ჩვენს ქვეყანაში, ისინი ყოველთვის მოდიან და მხარს გვიჭერენ.
ყოველთვის ძალიან წყანარად ვარ, როცა გვერდზე კიტეიშვილი, კვეკვესკირი, მექვაბიშვილი, ნონიკაშვილი მიდგას. ყველა ჩემი თანაგუნდელი ძალიან მაღალი დონისაა, კიტეიშვილის კაპიტნობა კაშიას შემდეგ დამსახურებულია“, - აღნიშნა გიორგი ქოჩორაშვილმა.
საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის პლეი-ოფის პირველი შეხვედრა სტუმრად სომხეთში გამართა. ეროვნულმა ნაკრებმა სომხეთის ნაკრები ანგარიშით 3:0 დაამარცხა.
უახლესი