დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
როგორია Naninfinitas ასორტიმენტი და განვითარების გეგმები

როგორია Naninfinitas ასორტიმენტი და განვითარების გეგმები

20-03-2025 18:00:00

Naninfinitas ქართული ბრენდია, რომელიც  მომხმარებელს განსხვავებულ, მრავალფეროვან და საინტერესო პროდუქციას სთავაზობს.  ბრენდის საქმიანობისა და სამომავლო გეგმების შესახებ, Business Insider Georgia დამფუძნებელს, ნანუკა ჩხეიძეს ესაუბრა.

როგორია კომპანიის საქმიანობის სფეციფიკა და ასორტიმენტი?

ყველაფერს დამოუკდებლად უკვე ძალიან დიდი ხანია ვქმნი და ვაკეთებბავშვობიდან ვხატავდი და ამზადებდ  სხვადასხვა ნივთებსჩემი ოცნება იყო ვყოფილიყავი დიზაინერი და ჩემი არაერთი ჩანაფიქრი განმეხრციელებინა. თუმცა ცოტა გზა გადავუხვიე და სამედიცინო სფეროში აღმოჩნდი, მაგრამ ჩემი საყვარელი საქმე არც მაშინ მიმიტოვებია და  პარალელურად  ვაგრძელები შემოქმედებით საქმიანობას. ბოლოს მაინც მივიღე გადაწყვეტილებ სრულად ხელოვნების სფეროში ვყოფილიყავი და უკვე მეთორმეტე წელია როგორც ,,ნანინფინიტას"  სახელით ვფლობ  ჩემს ბიზნეს გვერდს და  ვმუშაობ არაერთი მიმართულებით.

თავდაპირველად, ვმუშაობდი მხოლოდ ტყავზე. ეს გულისხმობდა  ჩანთებს, ფეხსაცმელს, სხვადასხვა აქსესუარებ.  დღემდე  ვქმნი სრულიად განსხვავებულ, საკუთარი ხელწერის მქონე ტყავის ჩანთებს სხვადასხვა მასალათა მიქსით. მაგალითად, როგორიც არის ხე, ლითონიბუნებრივი ქვები თუ სხვა. მიყვარს ექსპერიმენტები. მომხმარებლებს ვთავაზობ ექსკლუზიურ ჩანთებს სხვადასხვა მასალის გამოყენებით, ასევე  სახლის დეკორის ნივთებს, ქალის აქსესუარებს. უკვე მეოთხე წელია ჩემს ნამუშევრებს დაემატა შარფების კოლექცია ,,სევენ" რომელიც  7 ფერის პალიტრის სინთეზია და ძალიან დიდი მოთხოვნით და მოწონებით სარგებლობსასევე, ბავშვთა პროდუქციას საკუთარი ილუსტრაციებით.

როგორ აფასებთ მოთხოვნას?

ვთვლი, რომ  ნებისმიერი  საქმიანობა ორიენტირებული უნდა იყოს მუდმივ გავითარებაზე და არასოდეს იყოს კმაყოფილი იმით რასაც ქმნის. მიმაჩნია, რომ  ძალიან გასხვავებულ და ექსკულუზიურ  პროდუქციას ვქმნი ამიტომაც ბევრი კმაყოფილი მომხმარებელი მყავს, თუმცა  ეს არ არის ჩემთვის საკმარისი და უკეთეს ხარისხს შევთავაზებ მალე. სხვაგვარადკონურენტულ ბაზარზე თავს ვერ დაიმკვიდრებ.

როგორია კომპანიის სამომავლო გეგმები?

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ბევრი საინტერესო იდეა და  პროექტი  მზად მაქვს და უახლოეს მომავალში წარვუდგე საზოგადოებას. შეხედვით მიღებული თითქოს მასალათა შეუანხმებლობა ჩემთვის ხშირად ხალი იდეის წყაროა.

აღსანიშნავია, რომ  "ნანინფინიტას" ნამუშევრები მეტად დასამახსოვრებელია მისი განუმეორებელი პალიტრის გათვალისწინებით.

 

ავტორი:

ანა ლიპარტელიანი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები