გალტ & თაგარტი ინვესტირებით დაინტერესებულ მომხმარებლებს ანგარიშის გახსნისას დამატებითი ფულადი რესურსების მიღების შესაძლებლობას აძლევს.
ნებისმიერი ფიზიკური პირი, რომელიც გახდება გალტ & თაგარტის მომხმარებელი და 2025 წლის 20 აპრილამდე, საბროკერო ან GT Trader-ის ანგარიშს გახსნის და აქტივებს შეიტანს, 3000 აშშ დოლარამდე თანხას მიიღებს.
გალტ & თაგარტის საბროკერო მიმართულება მომხმარებლებს მომსახურებას უწევს ტრადიციული და ონლაინ საბროკერო მიმართულებით. გალტ & თაგარტი რეზიდენტ და არაზიდენტ მომხმარებლებს ეხმარება სხვადასხვა ტიპის ფასიანი ქაღალდების ყიდვა-გაყიდვაში, რომლებიც ივაჭრება ძირითად საფონდო ბირჟებზე, როგორებიცაა: ლონდონის, ნიუ იორკის, ჰონგ-კონგის, გერმანიის, იტალიის, საფრანგეთის ბირჟები და სხვა.
რაც შეეხება ონლაინ საბროკერო მიმართულებას, იგი წარმოდგენილია G&T Trader-ის პლატფორმით (www.trader.ge), რომელიც მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს, დამოუკიდებლად განახორციელონ ინვესტიციები და ივაჭრონ გლობალური ფინანსური ინსტრუმენტებით.
საგულისხმოა, რომ კამპანიის ფარგლებში მომხმარებლებს შეუძლიათ გახსნან როგორც ტრადიციული საბროკერო, ისე GT Trader-ის ანგარიში და მიიღონ დამატებითი ფულადი რესურსები
ინფორმაციისთვის, მომხმარებლის მიერ მისაღები თანხის ზუსტი ოდენობა დამოკიდებულია შეტანილი აქტივების მოცულობაზე. დამატებით მისაღები თანხა კი მოიცავს საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებულ ყველა გადასახადს.
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.
უახლესი
44 წუთის წინ
საექსპორტო ბაზრები, სადაც საქართველომ ოქრო გაყიდა