ტექნიკის მაღაზიათა ქსელი iTechnics-ი, რომელიც 2017 წლიდან საქართველოში Apple-ის ოფიციალური წარმომადგენელია, დღეს ბაზრისთვის თანამედროვე ტექნოლოგიების აქტიური მიმწოდებელია. კომპანია თანამშრომლობს წამყვან ბრენდებთან და საკუთარ მომხმარებელს ბევრ ტექნოლოგიურ სიახლეს ჰპირდება.
როგორც Business Insider Georgia-სთან iTechnics-ის დირექტორმა სალომე გუგეშაშვილმა განაცხადა, აქტიურად მიდის მუშაობა ახალი ბრენდების დამატებაზე.
„ჩვენ ვთანამშრომლობთ რამდენიმე წამყვან ბრენდთან, მათ შორისაა Apple, JBL, Marshall, Dyson wanbo და სხვა. კომპანია აქტიურად მუშაობს ახალი ბრენდების დამატებაზე. 2025 წლის განმავლობაში მომხმარებლებს ექნებათ შესაძლებლობა, მიიღონ უახლესი ტექნოლოგიური ბრენდები, რაც კიდევ უფრო გააფართოებს ჩვენს ასორტიმენტს და სრულად დააკმაყოფილებს მათ საჭიროებებს“, - აცხადებს სალომე გუგეშაშვილი.
iTechnics-ის დირექტორი კომპანიის კონკურენტულ უპირატესობებზეც საუბრობს და აცხადებს, რომ მაღალი ხარისხი და გარანტია iTechnics-თვის პრიორიტეტულია.
„iTechnics-ში მომხმარებელს ვთავაზობთ უამრავ უპირატესობას, რის გამოც ჩვენთან ტექნიკის შეძენა არა მხოლოდ პრაქტიკულია, არამედ სრულად აკმაყოფილებს მაღალი ხარისხის და მომსახურების მოთხოვნებს.
მოგეხსენებათ, iTechnics-ში Apple-ის გარდა აღმოაჩენთ სხვა ბრენდებსაც, რაც იმას ნიშნავს, რომ მომხმარებლები იღებენ მხოლოდ ოფიციალურ და ხარისხიან პროდუქტებს, სრული გარანტიით. მაღალი ხარისხი და გარანტია iTechnics-თვის პრიორიტეტულია, რათა თითოეული მომხმარებელი იყოს კმაყოფილი თავისი შენაძენით.
iTechnics-ის გუნდი ზრუნავს მომხმარებლის საჭიროებებზე, შესაბამისად ეს იძლევა ცალკეული კონსულტაციებისა და პროფესიონალური რჩევების მიღების საშუალებას. ჩვენ მუდმივად ვადევნებთ თვალს ტექნოლოგიების განვითარებას, რათა შევთავაზოთ სწორედ ის პროდუქტები, რაც სრულად მოერგება მათ საჭიროებებს და გაუმარტივებს არჩევანის გაკეთებას“, - აცხადებს სალომე გუგეშაშვილი.
iTechnics-ის ისტორია 2011 წლის 5 აგვისტოდან იწყება. 2017 წლიდან iTechnics საქართველოში Apple-ის პირველი ოფიციალური რისელერი გახდა. ბრენდი ავრცელებს არა მხოლოდ ყველაზე ხარისხიან პროდუქტს, არამედ შთამაგონებელ ფილოსოფიას, რომელიც იყო ამ პროდუქტის შექმნის მიზანი თუ მიზეზი.
წლების განმავლობაში, iTechnics-ის ყველაზე დიდი მიღწევა მის მიერ შექმნილი და შენარჩუნებულ ურთიერთობებია – მომხმარებლებთან, თანამშრომლებთან, თუ სხვა პარტნიორებთან.
iTechnics-ის მისიაა სამყაროს შთაგონება და თითოეული მომხმარებლის ყოველდღიურობის გაუმჯობესება ტექნოლოგიების სწორი გამოყენებით. ბრენდის მისიაა, შთააგონოს სამყარო უფრო ჰუმანური, უფრო ერთგული და უფრო ემპათიური გახადოს. ასახოს და გამოიყენს ტექნოლოგიები ცხოვრების რეალურ გაუმჯობესებაში და უკეთესი ცხოვრების ხარისხი შესთავაზოს.
უახლესი
52 წუთის წინ
საექსპორტო ბაზრები, სადაც საქართველომ ოქრო გაყიდა