დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
TOP 5 კომპანია, რომელმაც 2024 წლის 9 თვეში სამოგზაურო დაზღვევის სეგმენტში ყველაზე მეტი პრემია მოიზიდა

TOP 5 კომპანია, რომელმაც 2024 წლის 9 თვეში სამოგზაურო დაზღვევის სეგმენტში ყველაზე მეტი პრემია მოიზიდა

04-12-2024 11:00:00

სამოგზაურო დაზღვევიდან მოზიდული პრემია 33,4%-იან ზრდას აჩვენებს. სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის სტატისტიკური ინფორმაციის თანახმად, სადაზღვევო კომპანიებმა 2024 წლის იანვარ-სექტემბერში სამოგზაურო დაზღვევიდან 11 477 213 ლარის პრემია მოიზიდეს, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 8 601 701 ლარი.

სტატისტიკა აჩვენებს, რომ სამოგზაურო დაზღვევის პროდუქტების გაყიდვით ლიდერი სადაზღვევო კომპანია ჯი პი აი ჰოლდინგია, რომელზედაც 2024 წლის სამი კვარტლის მაჩვენებლებით ამ მიმართულებიდან მოზიდული პრემიის 31,4%-ი მოდის.

ჯი პი აი ჰოლდინგმა 2024 წლის იანვარ-სექტემბერში 3 605 667 ლარის სამოგზაურო დაზღვევა გაყიდა. სამოგზაურო დაზღვევის პროდუქტების რეალიზაციით მეორე ადგილზე სადაზღვევო კომპანია იმედი L-ია, რომელმაც 2024 წლის სამი კვარტლის მაჩვენებლებით 1 804 758 ლარის სამოგზაურო დაზღვევა გაყიდა და ამ სეგმენტის 15,7%-ი მოიპოვა.

სამოგზაურო დაზღვევის გაყიდვების მაჩვენებლებით მესამე პოზიციაზე სადაზღვევო კომპანია თიბისი დაზღვევაა, რომლის ბაზრის 14,8%-ის მფლობელია და 2024 წლის 9 თვეში სამოგზაურო დაზღვევის რეალიზაციიდან 1 695 932 ლარის პრემია მოიზიდა.

სამოგზაურო დაზღვევიდან მოზიდული პრემიით რეიტინგში მეოთხე ადგილზე სადაზღვევო კომპანია ევროინს ჯორჯიაა​, რომელმაც მიმდინარე წლის 9 თვეში 1 167 500 ლარის სამოგზაურო დაზღვევა გაყიდა და ბაზრის ამ სეგმენტის 10.1%-ის მფლობელი გახდა.

TOP-5-შია ასევე სადაზღვევო კომპანია ალდაგის სამოგზაურო დაზღვევა, რომელმაც 2024 წლის 9 თვეში სამოგზაურო დაზღვევის გაყიდვით 699 601 ლარია პრემია მოიზიდა და ბაზრის 6,1%-იც დაიკავა.

რაც შეეხება სამოგზაურო დაზღვევის სეგმენტში გადაზღვევის პრემიას, რომელმაც 2024 წლის 9 თვეში 274 882 ლარი შეადგინა, გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებლებთან შედარებით 257,7%-ით მეტია, რადგანაც 2023 წლის 9 თვეში სამოგზაურო დაზღვევის ანაზღაურების მიმართულებით სადაზღვევო კომპანიების ხარჯმა 76 849 ლარი შეადგინა.

გადაზღვევის პრემიის მიმართულებით ლიდერი სადაზღვევო კომპანია ჯი პი აი ჰოლდინგი, რომლის გადაზღვევის პრემიამ 2024 წლის იანვარ-სექტემბერში 171 844 ლარი შეადგინა, ხოლო მეორე პოზიციას დაზღვევის საერთაშორისო კომპანია ირაო იკავებს, რომლის გადაზღვევის პრემიამაც 52 383 ლარი შეადგინა.

მთლიანობაში 2024 წლის იანვარ-სექტემბერში სამოგზაურო დაზღვევის სეგმენტში გადაზღვევის პრემია ჯამში ოთხ კომპანიაზე ჯი პი აი ჰოლდინგზე, ირაოზე, უნისონსა და ალდაგზე გადანაწილდა. 

არსებული მაჩვენებლებით, 2024 წლის 9 თვეში სამოგზაურო დაზღვევის სეგმენტიდან მოზიდული პრემია მთლიანობაში 11 477 213 ლარი იყო, ხოლო გადაზღვევის პრემია 274 882 ლარი, ანუ სადაზღვევო ბიზნესმა სამოგზაურო დაზღვევიდან მოზიდული პრემიის მხოლოდ 2,4% დახარჯა სხვადასხვა შემთხვევებზე, რისი დაფინანსების საჭიროებაც უცხოეთში მოგზაურობის დროს საქართველოს მოქალაქეებს დაუდგათ. 

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები