დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
TOP 10 ქვეყანა, საიდანაც საქართველოში ყველაზე მეტი ინვესტიცია შემოვიდა

TOP 10 ქვეყანა, საიდანაც საქართველოში ყველაზე მეტი ინვესტიცია შემოვიდა

12-09-2024 00:25:00

2024 წლის II კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 19% ევროკავშირიდან განხორციელდა. საანგარიშო პერიოდში საქართველოში ევროკავშირს ქვეყნებიდან 109, 4 მლნ დოლარის ინვესტიცია შემოვიდა. ევროკავშირიდან განხორციელებული ინვესტიციებით კი მალტა ლიდერობს, რომელმაც აპრილ-ივნისში ქვეყანაში 37,9 მლნ დოლარის ინვესტირება მოახდინა. მეორე ადგილზეა ჩეხეთი (20,9 მლნ დოლარი), ხოლო მესამეზე ნიდერლანდები (20.6 მლნ დოლარი).

რაც შეეხება ქვეყნების მიხედვით, TOP-10 ინვესტორ ქვეყანას შორის გაერთიანებული სამეფო ლიდერობს, რომელმაც II კვარტალში 266.7 მლნ დოლარის პირდაპირი ინვესტიცია განახორციელა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 46.4%-ს შეადგენს, მეორე ადგილზე იმყოფება იაპონია - 59.2 მლნ. აშშ დოლარით (10.3%), ხოლო მესამეზე მალტა - 37.9 მლნ. აშშ დოლარით (6.6%). სამი უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნის წილი ინვესტიციების მთლიანი მოცულობის 63.3%-ს შეადგენს. 

TOP-10 ქვეყანა, საიდანაც საქართველოში ყველაზე მეტი ინვესტიცია შემოვიდა:

გაერთიანებული სამეფო - 266.7 მლნ. აშშ დოლარი,

იაპონია - 59.2 მლნ. აშშ დოლარი,

მალტა - 37.9 მლნ. აშშ დოლარი,

აზერბაიჯანი - 23.7 მლნ. აშშ დოლარი,

ჩეხეთი - 20.9 მლნ. აშშ დოლარი,

ნიდერლანდები - 20.5 მლნ. აშშ დოლარი,

აშშ - 18.9 მლნ. აშშ დოლარი,

ისრაელი - 13.8 მლნ. აშშ დოლარი,

ავსტრია - 12.5 მლნ. აშშ დოლარი,

ვირჯინის კ-ები (ბრიტ.) - 11.6 მლნ. აშშ დოლარი,

წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2024 წლის II კვარტალში 574.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2023 წლის II კვარტლის დაზუსტებულ მონაცემებზე 10.3 პროცენტით მეტია. საქსტატის ინფორმაციით, ზრდა განპირობებულია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ორი კომპონენტის: სააქციო კაპიტალის და სავალო ვალდებულებების მაჩვენებლის გაზრდით.

2024 წლის II კვარტალში სააქციო კაპიტალმა 101.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 17.6 პროცენტია. რეინვესტიციამ - 451.3 მლნ. აშშ დოლარი და მისი წილი 78.6 პროცენტით განისაზღვრა.

 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები