ვინ ფლობს საქართველოში TOP 10 ექსპორტიორ კომპანიას, რომელთაც 2023 წლის იანვარ-მაისში ქვეყნიდან ყველაზე მეტი პროდუქცია გაიტანეს?
საქსტატის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად შემდეგი TOP 10 ექსპორტიორი კომპანია გამოიკვეთა (სია არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით:
აიდიეს ბორჯომი საქართველო, შპს აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანის საქართველოს ფილიალი - 1997 წელს დაფუძნდა. კომპანიის დამფუძნებელია შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება IDS Borjomi Beverages Co.N.V., 70172 /ნიდერლანდების ანტილის კუნძულები/, კურასაო. დირექტორი - ივანე მაჭავარიანი
სს RMG Copper - 1996 წელს დაფუძნდა. კომპანიას სამეთვალყურეო საბჭო მართავს. თავმჯდომარე/წევრი: დმიტრი ტროიცკი, /რუსეთის ფედერაცია/ თავმჯდომარის მოადგილე/წევრი: დმიტრი კორჟევი, /რუსეთის ფედერაცია/ წევრი: ირინა ნიკიფოროვა,/რუსეთის ფედერაცია/. დირექტორი ჯონდო შუბითიძე.
სს რუსთავის აზოტი - 2016 წელს დაფუძნდა. კომპანიას მართავს სამეთვალყურეო საბჭო: პრაკაშ კეჯრივალ, /სინგაპური/ თავმჯდომარის მოადგილე/წევრი: რაჰულ სინგჰ, /ინდოეთი/ წევრი: ეფრემ ურუმაშვილი. გენერალური დირექტორი - ლევან ბურდილაძე, ერთპიროვნული დირექტორი - ჯეი პრაკაშ ჯაჯუ /ინდოეთი/ .
შპს Caucasian Metals Terminal - 2011 წელს დაფუძნდა. გოჩა კურდღელია კომპანიაში 15%-ს ფლობს, რომელსაც ზვიადი ხურცილავა მართავს, ხოლო 85%-ს კვიპროსში რეგისტრირებული შპს C.I.I. Clay Industries International Limited, HE278917 /კვიპროსი/. დირექტორი - გოჩა კურდღელია.
შპს RMG Gold - 1995 წელს დაფუძნდა. მფლობელები: სააქციო საზოგადოება RMG Copper - 3.79% შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება შპს მაინინგ ინვესთმენთს - 96.21%. აღმასრულებელი დირექტორი - ჯონდო შუბითიძე.
შპს აჭარა ტექსტილე - 2008 წელს დაფუძნდა. კომპანიის 100%- ს თურქეთში რეგისტრირებული ს.ს "აბაი ულუსლარარასი თექსთილ თურიზმ ვე იათირიმ თიჯარეთ" ფლობს.
შპს კავკასიის ავტოიმპორტი - 2004 წელს დაფუძნდა. კომპანიას 4 მესაკუთრე ჰყავს - ლევან სურგულაძე - 27.9%, გიორგი სურგულაძე, /ორმაგი მოქალაქე საქართველო, აშშ/ - 34.875%, დავით გულაშვილი - 10%, გიორგი გულაშვილი - 27.225%.
შპს ტოიოტა კავკასია - 2006 წელს დაფუძნდა. 100%- ს ტოიოტა ცუშო კორპორეიშენ, /იაპონია/, ფლობს. პრეზიდენტი - კოჯი მათსუნო.
შპს ჯეი თი აი კავკასუს - 2011 წელს დაფუძნდა. კომპანიის 100%-ს ნიდერლანდებში რეიგსტრირებული კერძო შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება JT International Holding B.V. ფლობს. დირექტორია სერგეი ბუკსა, რომელიც ბელორუსისა და შვეიცარიის მოქალაქეა.
შპს ჯეო როუდი - 2016 წელს დაფუძნდა. კომპანიის 100%-ს ბააკა ალავიძე ფლობს. დირექტორის თანამდებობასაც ის იკავებს.
უახლესი
56 წუთის წინ
რა ფასად შეიძენთ საახალწლო ნაძვის ხეს გორგიაში