დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
თიბისი კაპიტალის განახლებული პროგნოზით წლიური ინფლაცია დეკემბრის ბოლოსთვის 1,9%-ის ფარგლებში იქნება

თიბისი კაპიტალის განახლებული პროგნოზით წლიური ინფლაცია დეკემბრის ბოლოსთვის 1,9%-ის ფარგლებში იქნება

03-09-2024 18:00:00

თიბისი კაპიტალის განახლებული პროგნოზით წლიურ ინფლაცია დეკემბრის ბოლოსთვის 1,9%-ის ფარგლებში იქნება. 

როგორც Business Insider Georgia-სთან თიბისი კაპიტალის მთავარმა ეკონომისტმა ოთარ ნადარაიამ განაცხადა, დღეისათვის ინფლაცია პროგნოზირებულზე დაბალია. 

„ინფლაცია უფრო დაბალია ვიდრე მოლოდინები იყო, თუმცა მნიშვნელოვანია ერთჯერადი ფაქტორების წილი. აგვისტოში, ასევე არსებითი იყო ინტერნეტის გადასახადის შემცირება. მთლიანობაში ტენდენცია რაც ჩანს, მომსახურების ინფლაციაც რომ ავიღოთ, რომელიც უფრო დამოკიდებულია ეკონომიურ აქტივობაზე, ვიდრე იმპორტის ფასებზე, ინტერნეტის გადასახადის გარეშეც მცირდება. ჯამური ინფლაცია კი,  2022 წლისგან განსხვავებით, უკვე დიდი ხანია დაბალია“, - განმარტავს ოთარ ნადარაია.

2024 წლის აგვისტოში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში -0.1 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 1.0 პროცენტი შეადგინა.

რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2024 წლის აგვისტოში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.9 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის2 მაჩვენებელი ასევე 0.9 პროცენტით განისაზღვრა.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები