დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ტექნიკური საკითხები, რომელიც წამოიწყო უმრავლესობამ შეიძლება პრეზიდენტის აქტივობის შეზღუდვას, ან მის პოლიტიკურ შევიწროებას ემსახურებოდეს

ტექნიკური საკითხები, რომელიც წამოიწყო უმრავლესობამ შეიძლება პრეზიდენტის აქტივობის შეზღუდვას, ან მის პოლიტიკურ შევიწროებას ემსახურებოდეს

05-09-2023 14:15:47

საქართველოს პრეზიდენტი ასრულებს მის უმაღლეს ვალდებულებას. ეს არის ხალხის ნება. საქართველოს პრეზიდენტი ასრულებს იმ საარჩევნო დაპირებებს, რომლის ქვაკუთხედიც იყო ქვეყნის ევროკავშირში და ნატო-ში ინტეგრაცია, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, გიორგი მსხილაძემ განაცხადა.

„საქართველოს პრეზიდენტი ასრულებს მის უმაღლეს ვალდებულებას. ეს არის ხალხის ნება. საქართველოს პრეზიდენტი ასრულებს იმ საარჩევნო დაპირებებს, რომლის ქვაკუთხედიც იყო ქვეყნის ევროკავშირში და ნატო-ში ინტეგრაცია და კონსტიტუციურ ვალდებულებას, რომლითაც ყველა ზომა უნდა მიიღოს, რომ ქვეყანამ უზრუნველყოს ევროკავშირში და ნატო-ში ინტეგრაცია. ტექნიკური საკითხები, რომელიც წამოიწყო უმრავლესობამ და „ქართულმა ოცნებამ“, შეიძლება, ერთადერთ რამეს ემსახურებოდეს, პრეზიდენტის აქტივობის შეზღუდვას, ან მის პოლიტიკურ შევიწროებას. ამაზე მეტს ვერაფერს ვერ გეტყვით, დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. იმპიჩმენტის პროცედურა დროში გაწერილია, ამიტომ, დაველოდოთ მოვლენების განვითარებას“, - განაცხადა მსხილაძემ.

 

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები