დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
„თეგეტას“ თურქეთის საავტომობილო ინდუსტრიის ექსპორტიორთა ასოციაცია ეწვია

„თეგეტას“ თურქეთის საავტომობილო ინდუსტრიის ექსპორტიორთა ასოციაცია ეწვია

21-03-2025 18:57:00
  • თეგეტამსაავტომობილო სფეროს 20 წამყვან თურქულ კომპანიას სათავო ოფისსა დაგეზის ტერიტორიაზე მდებარე ახალ სერვისცენტრში უმასპინძლა

თბილისში გამართული სავაჭრო-ეკონომიკური ფორუმის მონაწილე თურქეთის საავტომობილოინდუსტრიის ექსპორტიორთა ასოციაციის წევრებითეგეტასესტუმრნენ. ისინი ჰოლდინგში შემავალი კომპანიების ინფრასტრუქტურასა და საქმიანობას გაეცნენ. დელეგატებითეგეტასსათავო ოფისს ეწვივნენ და აქვე გაეცნენ Lamborghini- შოურუმის მშენებლობის მიმდინარეობას. დაათვალიერეს თეგეტას სათავო ოფისის ტერიტორიაზე ახლად გახსნილი BENTLEY- შოურუმი, ასევე Destination Porsche კონცეფციით შექმნილიპორშე ცენტრი თბილისიც“.

თურქული კომპანიების წარმომადგენლებმა მნიშვნელოვანი ინტერესი გამოთქვესთეგეტამოტორსისბიზნეს საქმიანობაზე და სერვისის, შოურუმისა და სასაწყობე სივრცეების თანამედროვე კონცეფციებს გაეცნენ.

https://newshub.ge/uploads/files/2025/03/20/122468/tegeta_o_h.jpeg

ვახტანგ ღულაძე, „თეგეტა მოტორსისპროდუქტების მთავარი ოფიცერი: „თეგეტაწლებია მნიშვნელოვან სტანდარტს ქმნის ავტოინდუსტრიაში და სიამაყით უნდა ვთქვა, რომ ჩვენი ბიზნეს მოდელი ხშირ შემთხვევაში სტუმრებისთვის ძალიან ნოვატორული და გამორჩეულია. ასე მოხდა თურქეთის ავტოინდუსტრიის წამყვანი კომპანიების სტუმრობის შემთხვევაშიც, მათ დიდი ინტერესი გამოთქვეს და დეტალურად შეისწავლეს ჩვენი ინფრასტრუქტურა, ასევე საქმიანობა. ვიზიტის ფარგლებში მათ ჩვენი მიმართულებები გავაცანით და ვისაუბრეთ იმ მულტიპროფილურ სივრცეებზე, რომლებსაც თეგეტა აერთიანებს“.

თურქეთის დელეგაციის წევრები ასევე იმყოფებოდნენთეგეტა მოტორსისგაფორმების ეკონომიკური ზონის (გეზის) ტერიტორიაზე მდებარე ფილიალში. ამიერკავკასიის რეგიონში პირველად აღნიშნული ფილიალი სატვირთო და კომერციულ ავტომობილებს, ასევე ავტობუსებს ერთ სივრცეში მოემსახურება. გერმანული მწარმოებლის MAN-ის სტანდარტებით აშენებული ობიექტი, ადგილობრივთან ერთად, ტრანზიტულ ავტომობილებსაც მიიღებს. დელეგაციის წევრები ფილიალისტერიტორიაზე უკვე ამოქმედებულ და მშენებლობის პროცესში მყოფ სივრცეებსაც გაეცნენ.

https://newshub.ge/uploads/files/2025/03/20/122469/tegeta_o_h.jpeg

სავაჭრო-ეკონომიკური ფორუმი, რომლის ფარგლებშიც თურქეთის დელეგაცია თბილისს ეწვია, 17-19 მარტს გაიმართა. მასშითეგეტასწარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ.

--

თეგეტა ჰოლდინგის შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით თეგეტას 28 სერვის ცენტრი აქვს, ხოლო საერთაშორისო ვაჭრობას ჰოლდინგი ოთხ კონტინენტზე ახორციელებს. თეგეტა ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს Porsche, Volvo, Toyota, Mazda, Geely, Zeekr. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, Liebherr, BOMAGდა სხვები. თეგეტა მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. თეგეტა ჰოლდინგი, 3000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.

 

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები