დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საუკეთესო მომენტები სომხეთი vs საქართველოს მატჩიდან - საქართველოს ბანკი საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მხარდამჭერია

საუკეთესო მომენტები სომხეთი vs საქართველოს მატჩიდან - საქართველოს ბანკი საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მხარდამჭერია

21-03-2025 22:42:00

ერთა ლიგის სარელეგაციო პლეი ოფის პირველ შეხვედრაში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა გასვლით შეხვედრაზე სომხეთის ნაკრები ანგარიშით 3-0 დაამარცხა. ფრანგი სპეციალისტის, ვილი სანიოლისგაწვრთნილმა გუნდ პირველივე შეხვედრაში მოიპოვა უდიდესი უპირატესობა. ახლა საქართველოს ეროვნული ნაკრები სომხეთთან მეორე, თბილისში გამართული შეხვედრისთვის ემზადება. საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების გენერალური სპონსორია საქართველოს ბანკი.

მატჩის საუკეთესო მომენტები

ქოჩორაშვილი (33’), მიქაუტაძე (37’), მიქაუტაძე (59’).

ვილი სანიოლმა მატჩამდეც დააანონსა, რომ საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიტრადიციული სამცველიანი ტაქტიკით არ ითამაშებდა და სიახლეები იქნებოდა როგორც ტაქტიკურად, ისეშემადგენლობის მხრივ - ამჯერად ვილიმ 4-3-2-1 განლაგება და შემდეგი თერთმეტეული შეარჩია:

მამარდაშვილი - კაკაბაძე, გოგლიჩიძე, ლოჩოშვილი, აზაროვი - კვეკვესკირი, კიტეიშვილი, ქოჩორაშვილი - დავითაშვილი, ჩაკვეტაძე - მიქაუტაძე.

წიტაიშვილი (66’), ზივზივაძე (66’) მექვაბიშვილი (66’), დვალი (70’), გოჩოლეიშვილი (75’)

ყვითელი ბარათების გამო დისკვალიფიცირებულები იყვნენ გუნდის კაპიტანი, გურამ კაშია და გუნდისუდავო ლიდერი, ხვიჩა კვარაცხელია. მიუხედავად ამ მძიმე დანაკლისისა, საქართველომ კარგი სისტემურიფეხბურთი უჩვენა და წინასწარ ჩაფიქრებული ტაქტიკური სვლები შესანიშნავად განახორციელა.

თამაში შედარებით მძიმედ დაიწყო. პირველ წუთებში რთული გამოდგა ბურთის გათამაშება, შენარჩუნებადა დაცვიდან შეტევაში ასვლა, თუმცა მეტოქესაც ჰქონდა მსგავსი პრობლემები, განსაკუთრებით დაცვისხაზში ბურთის გათამაშების კუთხით. საქართველოს ნაკრებმა ეს სუსტი წერტილი კარგად გამოიყენა დაშესანიშნავი პრესინგის ფონზე რამდენიმე კონტრიერიშიც მიიტანა. 33- წუთზე ქოჩორაშვილმა გაზარდაზეწოლა მეტოქის საყრდენ ზონაში, ბურთი გაითამაშა კიტეიშვილთან, მეკარესთან პირისპირ აღმოჩნდა დაანგარიში გახსნა. 0 -1 საქართველოს სასარგებლოდ.

პირველი გოლის შემდეგ საქართველოს ნაკრების მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა სანაკრებო კარიერაშიპირველი საგოლე გადაცემა გაუკეთა წინ მცველების მიერ უმეთვალყურეოდ დატოვებულ გიორგიმიქაუტაძეს, რომელმაც ზუსტი დარტყმით გოლი გაიტანა და ანგარიში 0-2 გახდა.

შესვენებაზე საქართველოს გუნდი ორბურთია უპირატესობით გავიდა. შესაბამისად, სავარაუდო იყო, რომ სომხეთის ნაკრები ცვლილებებს განახორციელებდა, შედეგად, მათი ნაკრები დიდი ძალითგადმოვიდოდა შეტევაზე, რამაც საქართველოს ნაკრებს დამატებითშანები გაუჩინა კონტრიერიშებზე. შედეგად, 59- წუთზე საქართველოს გუნდის საჯარიმოს მისადგომებთან, ქოჩორას ჩაჭრის წყალობით,მიქაუტაძემ ჩაკვეტაძეს შეაყოლა სივრცეში ბურთი, ჩაკვემ კი ყველაზე სწორ დროს დაუბრუნა ის ჟორჟს,რომელმაც ცარიელ კარში გოლი გაიტანა.

სომხეთი vs საქართველო - ანგარიში: 0-3

მესამე გოლის შემდეგ, საქართველოს ეროვნულ ნაკრებს კიდევ რამდენჯერმე ჰქონდა გოლის გატანისშანსი, თუმცა თამაში ანგარიშით 0-3 დასრულდა.

რაც შეეხება სომხების შეტევებს, კარისკენ მათ ჯამში 8-ჯერ დარტყეს, კარის ჩარჩოში კი მხოლოდ 2-ჯერდა ორივე შემთხვევაში გიორგი მამარდაშვილმა მოახერხა ბურთის დამაჯერებლად მოგერიება.

განსაკუთრებით გამოსარჩევია იტალიური ემპოლის 20 წლის მცველი, საბა გოგლიჩიძე, რომელმაც თამაშისყველა ეპიზოდში გამოავლინა საკუთარი ტალანტი და უშანსოდ დატოვა სომეხი შემტევები. რაც მთავარია, საბა უშეცდომო იყო პოზიციურ თამაშში.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ გიორგი მიქაუტაძემ სომხეთთან შესრულებული დუბლით საქართველოსნაკრების ყველა დროის ბომბარდირთა სიაში გადაუსწრო თემურ ქეცბაიასა (16 გოლი), ხვიჩაკვარაცხელიას (17 გოლი) და 18 გოლით მეორე ადგილზე გადავიდა. თუმცა, ის ჩამორჩება ქართულიფეხბურთის ლეგენდას, 26-გოლიან შოთა არველაძეს.

განმეორებითი შეხვედრა თბილისში, დინამო არენაზე 23 მარტს, 18:00 საათზე გაიმართება. თბილისურშეხვედრაში დაბრუნდებიან გურამ კაშია და ხვიჩა კვარაცხელია. საინტერესოა, ამჯერად რა ტაქტიკურცვლილებებს მიმართავს ვილი სანიოლი და როგორი იქნება ჩვენი თერთმეტეული.

ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ სპორტსმენებს. საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების გენერალური სპონსორია საქართველოს ბანკი.

 

 

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები