2025 წლის იანვარ-თებერვალში საქართველომ ნატურული წვენების ექსპორტიდან 6 მლნ 115 ათას 560 დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც 2024 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებთან შედარებით 38%-იანი ზრდაა. 2024 წლის იანვარ-თებერვალში საქართველომ 4,434.23 ათასი დოლარის წვენების გაყიდა.
საქსტატის ინფორმაციით, 2025 წლის ორ თვეში ქვეყნიდან ექსპორტირებულია 3,324.71 ტონა ხილისა და ბოსტნეულის წვენები, ხოლო 2024 წლის ორ თვეში 2,938.75 ტონა.
TOP ქვეყანა, სადაც საქართველომ ყველაზე მეტი ღირებულების ნატურალური წვენები გაიტანა ექსპორტზე
გერმანია - 4,207.68 ათასი დოლარი;
აშშ - 708.99 ათასი დოლარი;
ისრაელი - 216.02 ათასი დოლარი;
ავსტრალია - 176.70 ათასი დოლარი;
საბერძნეთი - 172.69 ათასი დოლარი;
2024 წელს საქართველომ ექსპორტზე 21,709.49 ათასი დოლარის ღირებულების 14,581.50 ნატურალური წვენები გაიტანა ექსპორტზე.
უახლესი
8 საათის წინ
„ჭოტიაშვილის ღვინის სახლი“ უკვე თბილისშია