დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
თბილისში ყველაზე მაღალი შენობის VR VAKE SKYVIEW TOWER-ის მშენებლობა 2028 წელს დასრულდება

თბილისში ყველაზე მაღალი შენობის VR VAKE SKYVIEW TOWER-ის მშენებლობა 2028 წელს დასრულდება

10-08-2024 16:45:00

დეველოპერულმა კომპანია VR Holding-მა ვაკეში, ახალი პრემიუმ კლასის, თანამედროვე გეგმარების პროექტის VR VAKE SKYVIEW TOWER-ის განხორციელება დაიწყო. მშენებლობა ჭავჭავაძის 49-ში უკვე დაიწყო.

VR VAKE SKYVIEW TOWER არის 180 მეტრიანი, თბილისში ყველაზე მაღალი შენობა, რომელიც უახლეს სტანდარტებს ნერგავს ქალაქის ცენტრში.

„პროექტის ფარგლებში დაგეგმილია გზების გაფართოება, სარეკრეაციო და მოსასვენებელი სივრცეებისა და სკვერების გაშენება, დამატებითი საპარკინგე ადგილების მოწყობა, რომლითაც სარგებლობას მიმდებარე ტერიტორიის მცხოვრებლებიც შეძლებენ. აღსანიშნია, რომ მულტიფუნქციური კომპლექსის ბოლო სართულზე ამიერკავკასიაში ყველაზე მაღალი საცურაო აუზი განთავსდება. ამასთან, შენობის სახურავზე ვერტმფრენის ასაფრენი მოედანი მოეწყობა. ეს ყველაფერი ერთობლიობაში თბილისს დამატებით ღირებულებას შესძენს.

მოცემულ პროექტში მცხოვრებლებს დახვდებათ სხვადასხვა სახის კეთილმოწყობილი სივრცეები: ფიტნეს ცენტრები, საცურაო აუზები, ბიზნეს-ცენტრები და სხვადასხვა სახის რესტორნები. ეს კეთილმოწყობილი სივრცეები შექმნილია მცხოვრებლების საჭიროებების დასაკმაყოფილებლად პროექტიდან გაუსვლელად. პროექტი დასრულება 2028 წლის დეკემბერში და მცხოვრებლებს ბინები ჩაბარდეთ უმაღლესი ხარისხის რემონტით, რომელიც ასევე მოიცავს ავეჯსა და ტექნიკას“, - განუცხადა Business Insider Georgia-ს VR Holding-ის მარკეტინგის მენეჯერმა მანანიკო ნამორაძემ.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები